• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 80 მლნ ისესხა

8 აპრილი 13:34 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 8 აპრილს, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 48 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.580 პროცენტით, მაქსიმალური 6.700 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.655 პროცენტით განისაზღვრა.


იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა  სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  96 305 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.780 პროცენტით, მაქსიმალური 7.010 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  6.833 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები