• Ƀ/$

რკინიგზაზე ტვირთბრუნვა გაიზარდა

11 აპრილი 06:30 | ეკონომიკა

საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2.5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 105 000 ტონით მეტია.

გაზრდილია გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალიც, რომელიც 2018 წლის პირველი კვარტალის შემოსავალს 3.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.


მატება როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით არის განპირობებული. 2019 წლის პირველ კვარტალში  სულ 1.48 მილიონი ტონა მშრალი სავაგონო ტვირთის გადაზიდვა მოხდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 9% - ით არის გაზრდილი. 



მშრალი სავაგონო ტვირთის გადაზიდვა, პირველი კვარტალი ('000 ტონა)


2018 წლიდან საქართველოს რკინიგზით ახალი ტვირთების, კერძოდ  ყაზახური ხორბლისა და ნახშირის ტრანზიტული გადაზიდვები ხორციელდება.


2019 წლის პირველ კვარტალში საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია -და 18 000 კონტეინერი შეადგინა. 2018 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 31% - ითაა გაზრდილი. 


საკონტეინერო გადაზიდვა, პირველი კვარტალი (TEU)



შემოსავალი საკონტეინერო გადაზიდვებიდან, პირველი კვარტალი (‘000 აშშ დოლარი)   


საკონტეინერო ტვირთბრუნვის მატებას საქართველოს რკინიგზაზე გარკვეულწილად ტრანზიტული ტვირთების მზარდი მოცულობა განაპირობებს - ამ მიმართულებით დადებითი ტრენდი  2018 წელს დაფიქსირდა. 


ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა მშრალი ტვირთების, მათ შორის კონტეინერების მოზიდვასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე აქტიურად მუშაობას განაგრძობს.


მსგავს თემაზე:

შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ლილომდე მეტროს გასაყვანად გამოიყენებენ


ანაკლიის გზის და რკინიგზის პროექტირებაზე გამარჯვებული გამოვლინდა



სხვა სიახლეები