• Ƀ/$

აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება

13 ივნისი 10:58 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ოკუპირებულ აფხაზეთის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე, რომელიც მეხმა წუხელ დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გადამცემი ხაზის დაზიანება გუშინ საღამოს მოხდა.


ელექტროენერგია მთელი ღამის განმავლობაში გათიშული იყო სოხუმშიც, თუმცა, როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, ამჟამად სოხუმს დენი მიეწოდება.


ენგურჰესი დღემდე რჩება ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგების ერთადერთ წყაროდ. 2018 წელს აფხაზეთმა 1.921 მრლდ კვტ/სთ მოიხმა რაც ენგურჰესის წარმოების 47.8%-ს უდრის.


ენეგურჰესი საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია. მისი მშენებლობა 1961 წელს დაიწყო და 1978 წელს დასრულდა, ჰესის სიმძლავრე 1300 მეგავატია. 2018 წელს მან 4.02 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც საქართველოს მთლიანი გენერაციის 33.1%-ს შეადგენს. 


სხვა სიახლეები