• Ƀ/$

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

16 აგვისტო 16:42 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მდ. „თერგზე“ არსებულ სახიდე გადასასვლელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19-22 აგვისტოს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 19-22 აგვისტოს, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყოველდღე, 12:00სთ-დან 16:00სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.


მსგავს თემაზე:

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა 2020 წელს დაიწყება


ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია



სხვა სიახლეები