• Ƀ/$

ერთად ჯანმრთელი დედამიწისთვის - ჩაანაცვლე პლასტმასი, შეუერთდი კამპანიას!

12 აპრილი 08:45 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დედამიწის დღე ეს ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც მსოფლიო 22 აპრილს გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიებებით აღნიშნავს.

დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების მიზანი, სხვადასხვა ქვეყანაში უკეთეს დედამიწაზე და გარემოზე ზრუნვაა.



სხვა ქვეყნებთან ერთად, დედამიწის დღეს საქართველოც უერთდება.



კომპანია HG ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც რეალურ, ქმედით ნაბიჯებს დგამს პლასტმასის ჭიქების სრულად ამოსაღებად. კომპანია ეიჩჯი სხვა სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით პლასტმასის ჭიქებს ბიოდეგრადირებადი, ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდის ჭიქებით ანაცვლებს.



კომპანია ეიჩჯი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის CSR კლუბის წევრია.



ერთად ჯანმრთელი დედამიწისთვის - სწორედ ასე ქვია აქტივობას, რომლითაც კომპანია ეიჩჯი 22 აპრილს დედამიწის დღეს უერთდება.



როგორც კომპანია HG-ს დირექტორი ნინო მათითაიშვილი ამბობს, იმ კომპანიების რიცხვი, რომლებმაც ეიჩჯის შეთავაზება მიიღეს, საკმაოდ დიდია.



თვლის, რომ თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.



ისინი უარს ეუბნებიან პლასტმასს და ზრუნავენ ჯანმრთელ დედამიწაზე.



-22 აპრილს დაგეგმილ აქტივობაში ჩართული კომპანიები მაგალითს აძლევენ სხვა კომპანიებს და თუკი რეალურად გვინდა, რომ საქართველომ მოხმარებიდან ამოიღოს პლასტმასი, აუცილებელია თითოეულმა ბიზნესის წარმომადგენელმა საკუთარი, პატარა წვლილი შეიტანოს ამაში. სხვანაირად მასშტაბურად, ამის გაკეთება ძალიან ძნელია. ჩვენ კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველები ვართ საქართველოში ამ მასშტაბური აქტივობით და ინიციატივით და ვფიქრობთ მალე, არსად აღარ შევხვდებით პლასტმასს და შესაბამისად, გარემო გასუფთავდება პლასტამის ნარჩენებისგან



საიდან გაჩნდა იდეა?



- ჩვენ თითქმის, ყოველდღიურად გვესმის, თუ რაოდენ საზიანოა პლასტმასი ჯანმრთელობისთვის, ასევე ის, რომ პლასტმასის ნარჩენები არის გარემოს დაბინძურების მთავარი მიზეზი. მედია ამას დიდ დროს უთმობს, რაც ძალიან კარგია ცნობიერების ამაღლების კუთხით, თუმცა მხოლოდ საინფორმაციო პლატფორმით რეალური ნაბიჯების გადადგმა ვერ ხერხდება, ამიტომ გადავწყვიტეთ კრეატიული იდეა ბიზნეს საქმიანობად გვექცია, რამაც გაამართლა. ბიზნესის წარმომადგენლებს ვთავაზობთ საკუთარი წვლილის შეტანას გარემოს დაცვაში. ამ კომპანიებს გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ნამდვილად სამაგლითოები არიან, ვინც ჩაერთო. როდესაც დავფიქრდით თუ სად აქვს ხალხს დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად პლასტმასთან შეხება და სად გროვდება შესაბამისად, დღის ბოლოს ყველაზე მეტი პლასტმასის ნარჩენი, მივხვდით, რომ ეს არის წყლის დისპანსერები რომლებიც დღეს უკვე თითქმის ყველა ორგანიზაციაში დგას. ამიტომ ჩვენი უპირველესი მთავარი ამოცანა სწორედ მათში მოთავსებული პლასტმასის ჭიქების ჩანაცვლებაა. მაგ. ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელთანაც გვქონდა მოლაპარაკება, გვითხრა რომ მათთან ყოველდღიურად დაახლოებით 10 000 ადამიანი შედის, წარმოიდგინეთ რამდენი პლასტმასის ჭიქაა იქ და შემდეგ რამდენი მისი ნარჩენი, რომელიც ბუნებაში არ ნადგურდება და გარემოს აბინძურებს. ბუნებრივია, ასეთი ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანაც უნდა იყოს მომხმარებლისათვის ჩაანაცვლოს პლასტმასი ქაღალდით, ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ. მნიშვნელოვანია ეს ყველამ გაიაზროს და მხოლოდ საუბრით არ შემოვიფარგლოთ. როცა ერთი ასეთი დიდი ორგანიზაცია უარს ეტყვის პლასტმასს, შემდეგ სხვაც უარს იტყვის. მხოლოდ ასე შევძლებთ პლასტმასის ჩანაცვლებას. პლასტმასს ვანაცვლებთ საქართველოს რკინიგზაში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, სატრანსპორტო კომპანია მეტრო პლუსში, შსს მომსახურეობის სააგენტოებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, გურიის გუბერნიაში, სამინისტროებში, ოფისებში და სხვ.



აქტივობაში - ერთად ჯანმრთელი დედამიწისთვის, უკვე ბევრი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ჩაერთო და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.



22 აპრილს დაგეგმილი აქტივობის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.



ამ დროისთვის, კამპანიაში ჩართული კომპანიებია: ენერგო-პრო ჯორჯია, ჯინო ჰოლდინგი-ჯინო ფერედაისი, ჯინო ველნეს მცხეთა, სამშენებლო კომპანია დომუსი, სამშენებლო კომპანია ანაგი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი-ჯიპა, პრემიერ-მოტორსი (ვოლვოს და რენოს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში),არასამთავრობო ორგანიზაცია- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სათამაშოების ქსელი ჭიტა, საბვშვო ბაღი-ანბანელა, სადაზღვევო კომპანია ალდაგი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი, საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა".



კომპანია HG ბიზნეს სექტორს 22 აპრილს აქტივობისკენ და ზოგადად სამომავლო ჩართულობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ შემოსული თანხის ნაწილით, ამავე დღეს, საპატრიარქოს ფონდ "გაამწვანე საქართველოსთან" ერთად, მახათას მთაზე კვიპაროსის წიწვოვანი ხე-მცენარეები დაირგვება.           


   



   



  






 


სხვა სიახლეები