სოფლის მეურნეობა
მიწა
„ფერმერს არ აქვს გასაღების საშუალება“ - რა გამოწვევებია სოფლის მეურნეობაში

სოფლებში მცხოვრები მცირე ფერმერები რიგ შემთხვევებში უარს ამბობენ სხვადასხვა პროდუქციის წარმოებაზე. მიზეზად ძირითადად ასახელებენ სოფლად წარმოებულ პროდუქციაზე დაბალ ფასს. როგორც ისინი „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხობენ, გადამყიდველები მათგან პროდუქციას იაფად ყიდულობენ და შემდეგ ძვირად ყიდიან.ბაზრები, სადაც მათ ხელი მიუწვდება, მცირეა. ფერმერებს ზოგ შემთხვევებში პროდუქცია გასაყიდი რჩებათ ან იმაზე იაფად უწევთ გაყიდვა, ვიდრე საწარმოო ხარჯებია. ყოველივე აქედან გამომდინარე, მათი ნაწილი კონკრეტული პროდუქციის მოყვანას წყვეტს.„როდესაც ფერმერს არ აქვს გასაღების საშუალება და ვერ ყიდის თავის პროდუქციას, ის მომავალ წელს არც ფულს ჩადებს და აღარც შრომას და ენერგიას დახარჯავს ანალოგიური პროდუქციის მოყვანისთვის“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი. საქსტატის მონაცემების თანახმად, სოფლად მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა მცირდება. აღნიშნული თავისთავად აისახება სოფლის-მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზეც. მაგალითად, 2001 წლის შემდეგ მინიმუმზეა სოფლად მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა და ბოლო მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისში 39.6%-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანი შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 2011 წლიდან 2023 წლამდე 11%-დან 6.9%-მდე შემცირდა.ქვეყანაში შემცირებულია სხვადასხვა კულტურის წარმოებაც. მაგალითად, 2023 წელს გასულ წელთან შედარებით, ხორბლის წარმოება 6.5%-ით შემცირდა, ხოლო ქერის 26.9%-ით. გარდა ამისა, მცირდება ერთწლიანი კულტურების: ნიორი, კიტრი, მწვანილი, სტაფილო, კომბოსტო და სხვათა წარმოებაც. მნიშვნელოვნად, 22.2%-ით შემცირდა ყურძნის წარმოება და გასულ წელს 223.4 ათასი ტონას გაუტოლდა. შემცირებულია ნათესი ფართობები. კერძოდ, 2002 წელს თუ 215.7 ათას ჰექტარს მოიცავდა ნათესი ფართობები, 2023 წელს 205.2 ათასი ჰექტარი იყო.ამ ყველაფრის ფონზე ბეჟიტაშვილი იმ მთავარ გამოწვევებზე საუბრობს, რაც ფერმერებს აქვთ. მისი თქმით, საქართველოში მეურნეობები ძირითადად მცირე მასშტაბისაა. ქსელურ მარკეტებში მცირე ადგილია ადგილობრივად მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის. მიზეზი არის ის, რომ მცირე მეურნეობების გამო, ფერმერები ქსელებისთვის არ არიან სტაბილური მიმწოდებლები. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მეურნეობები გაიზარდოს.„რაც უფრო მსხვილმასშტაბიანი იქნება მეურნეობა, მათ უკვე გაუადვილდებათ ურთიერთობა რითეილ სექტორთან, ექსპორტიორებთან და მათი პროდუქცია უფრო მარტივად გაიყიდება.უნდა მოხდეს გამსხვილება ფერმერული მეურნეობების. საქართველო არც ისე მსხვილმასშტაბიანი მიწის მფლობელი ქვეყანაა. თუ იქნება მსხვილმასშტაბიანი მიწების კონსოლიდირება, არცერთი გოჯი მიწა არ უნდა იყოს დაუმუშავებელი“, - აღნიშნავს ბეჟიტაშვილი.როდესაც ვსაუბრობთ მეურნეობების გაზრდაზე, იკვეთება მიწის ფრაგმენტაციის პრობლემა. მიუხედავად რეგისტრაციის რამდენიმე ტალღისა, ფერმერების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს სახნავ-სათესი მიწები რეგისტრირებული.„მიწების ფრაგმენტაცია სანამ საქართველოში იქნება და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე არ იფიქრებს სახელმწიფო და კერძო სექტორი, ასევე არ მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, პრობლემა სულ იქნება“, - დასძინა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.დაბოლოს, როგორც ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება.

1715067938

1713864710

ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს - თენგიზ ნასარიძე

საქართველოში ხორბლის სექტორის განვითარების, მეხორბლე-ფერმერების მხარდაჭერის და სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოების საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშესთან, რიშან ჩაუდრისთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრის მოადგილემ ამერიკის მხარეს ხორბლის სექტორის გაძლიერებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხორბლის ადგილობრივი წარმოების გაზრდა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.შეხვედრაზე მხარეებმა ხორბლის და ფქვილის იმპორტზეც გაამახვილეს ყურადღება და ამ კუთხით ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. USDA-ის სოფლის მეურნეობის ატაშეს განცხადებით, აშშ ყველა მიმართულებით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.„ყველაფერს რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საქართველოს განვითარებისკენ არის მიმართული. ამერიკა მუდმივად იყო და იქნება საქართველოს პარტნიორი და მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ორივე ქვეყნის ინტერესია, რომ საქართველო უფრო ძლიერი და განვითარებული იყოს“, -აღნიშნა რიშან ჩაუდრიმ.სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას USDA-ის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

1713435235

„ეს არის კატასტროფა“ - საძოვრებს შესაძლოა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორია მიენიჭოს

“მთაში მცხოვრები კაცი უფუნქციოდ დარჩა“ - ასე ეხმიანება აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი დღესდღეობით მთაში არსებულ პრობლემებს. მისი თქმით, არსებული ინიციატივა საძოვრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, ქვეყნის კატასტროფაა და მას უმძიმესი შედეგები მოჰყვება.პაატა კოღუაშვილი: „საქართველოში საძოვრების საერთო ფართობი 1,8 მლნ ჰექტარია. მთელს მსოფლიოში ვერ ნახავთ შემთხვევას, რომ ვინმემ საძოვრები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაიყვანოს. ეგ კი არა, როდესაც საძოვარი გადაჰყავთ სახნავ ან სასოფლო-სამეურნეო სხვა დანიშნულებაში, ამაზეც კი უზარმაზარი რეგულაციებია.ჩვენთვის საძოვრებს ის მნიშვნელობა აქვს, რომ ის ძირითადად ჩვენს სასაზღვრო ზოლშია განლაგებული და ამ ადგილებში მეცხოველეობის განვითარება მოსახლეობის დამაგრებისა და თავდაცვის მთავარი საფუძველია, რადგან ამ ზონაში პირუტყვი მესაზღვრის როლს ასრულებს, ხოლო მთაში მცხოვრები კაცი მესაზღვრე და ქვეყნის ერთგვარი დამცველია. მაგრამ ამის მნიშვნელობა დღეს ბევრს არ ესმის. ასევე არ ესმით, რა მნიშვნელობა აქვს მეცხოველეობის განვითარებას - განსაკუთრებით მთაში, ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს მეძუძური დედების კვებაში, ბავშვთა კვებაში - ისინი ხორცს ფაქტობრივად, ვერ ჭამენ. მათი ძირითადი რაციონი ლობიო, კარტოფილი, ჩაი და პურია. ამიტომ ბევრია პრობლემები ბავშვთა ჯანმრთელობაში, გონებრივ განვითარებაში. უმძიმესი სიტუაციაა“. აკადემიკოსი მთის ძირითად ფუნქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროთა განმავლობაში სამივემ აქტუალობა დაკარგა.„საუკუნეების განმავლობაში მთას სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრებოდა:🔵 თავდაცვითი🔵 აგრარული🔵 კულტურულ-ფასეულობათა გადანახვის ფუნქცია.მაგრამ პირველი და მესამე ფუნქცია მას მერე მოიშალა, რაც რუსეთი დიდი დოზით ერევა ჩვენს ყოველდღიურობაში, დარჩა მხოლოდ მეორე - აგრარული ფუნქცია და 50-იანი წლების მერე ესეც დაიკარგა, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება მთის მოსახლეობის ბარში ჩამოსახლებისთვის, რათა ინდუსტრია, მრეწველობა, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა განვითარებულიყო.არადა, მთის უდიდესი ფუნქცია მისი აგრარული ფუნქცია იყო: იგი აწარმოებდა ხორცს, რძეს, ტყავს, მატყლს და ა.შ“, - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.აკადემიკოსმა მაგალითად მოიყვანა საგარეჯოს რაიონში 8 ჰექტარი საძოვარი, რომელიც არასასოფლო დანიშნულებაში გადასაყვანად არის წარმოდგენილი.„საუბარია გადასარეკ ტრასებზე, სადაც ცხვარმა და საქონელმა უნდა გაიაროს, ამასაც ასხვისებენ და ეს არის კატასტროფა“, - აცხადებს იგი.

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.


სხვა სიახლეები
თხილი - სოფლის მეურნეობა
8 თვეში სასაქონლო ბირჟებზე 337 301 ტ თხილი გაიყიდა

გირესუნის სასაქონლო ბირჟის (GTB) მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში მოცემულია ინფორმაცია თხილის მწარმოებელ რეგიონებში 21 სასაქონლო ბირჟაზე განხორციელებული თხილის გაყიდვის ტრანზაქციების შესახებ.შესაბამისად, აღნიშნულ 8 თვეში ბირჟებზე 337 301 ტ თხილი გაიყიდა.ყველაზე მეტი ტრანზაქცია საკარიაში განხორციელდა 871 507 ტ. ამ ქალაქს მოჰყვა ორდუ 70 622 ტ და დუზჩე/ბოლუ 35 442 ტ-ით.GTB-ზე 33 031 ტ თხილი გაიყიდა.

ეკონომიკა 1715165897

საპენსიო ფონდები
მსოფლიოს უდიდესი საპენსიო ფონდების რეიტინგი

მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებში საპენსიო დანაზოგს დაახლოებით ისეთი მნიშვნელობა აქვს, როგორიც საქართველოში უძრავ ქონებას შეიძლება ჰქონდეს.მოქალაქეები მთელი ცხოვრების განმავლობაში იმისათვის შრომობენ, რომ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ იმოგზაურონ, დაისვენონ და უზრუნველად იცხოვრონ, ამ ყველაფერში უდიდესი მნიშვნელობა კი დანაზოგის სწორად მართვას აქვს, რაზედაც როგორც წესი, საპენსიო ფონდი აგებს პასუხს.ზოგადად, ეკონომიკურად რაც უფრო განვითარებულია სახელმწიფო, მით უფრო დიდია მისი საპენსიო ფონდის მოცულობა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში რამდენიმე საპენსიო ფონდი ფუნქციონირებს, ამიტომ აქტივები ერთ უწყებაში არ არის კონცენტრირებული.წარმოგიდგენთ მსოფლიოს უდიდესი საპენსიო ფონდების რეიტინგს აქტივების მოცულობის მიხედვით:🔵 Government Pension Investment Fundქვეყანა: იაპონიააქტივები: $1.8 ტრლნ🔵 Government Pension Fund Globalქვეყანა: ნორვეგიააქტივები: $1.4 ტრლნ🔵 National Pension Serviceქვეყანა: სამხრეთ კორეააქტივები: $800 მლრდ🔵 Federal Retirement Investment Boardქვეყანა: აშშაქტივები: $775 მლრდ🔵 ABPქვეყანა: ნიდერლანდებიაქტივები: $630 მლრდ

ეკონომიკა 1715163206

დისტანციური შრომა
დაშვებულია თუ არა დისტანციური შრომა საქართველოს კანონმდებლობით

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ყოველთვიურ „შრომის ბიულეტენს“ აქვეყნებს.ბიულეტენის მიხედვით, შრომითი ურთიერთობები ტრადიციულად ხორციელდება დამსაქმებლის ბიზნეს-ტერიტორიაზე, სადაც დამსაქმებელი ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შრომის მენეჯმენტს და აკვირდება არა მხოლოდ საწარმოო პროცესს, არამედ დასაქმებულთა მხრიდან შრომის განხორციელების პროცესს (შრომის ხანგრძლივობას, შრომის ხარისხს და სხვა).დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ახალი ბუნების სამუშაოების გაჩენასთან ერთად, დამკვიდრდა შრომითი ურთიერთობების ატიპური მოდელები, მათ შორის დისტანციური დასაქმებაც.მრავალი ქვეყანა დაწინაურდა დისტანციური შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და განვითარების მიმართულებით. საქართველოში ზოგიერთ პროფესიაში ბუნებრივად არსებობდა დისტანციური შრომა, ხოლო ზოგიერთ პროფესიაში კოვიდ-19-ის პერიოდმა დაამკვიდრა დისტანციური შრომის შესაძლებლობა.ხშირად დამსაქმებლები მიუთითებენ ფაქტზე, რომ დისტანციური შრომა არ არის მოწესრიგებული და დაშვებული საქართველოს კანონმდელობით, ზოგიერთი დამსაქმებელი კი ვერ/არ ცნობს დისტანციური მუშაობის ბუნებას და არსებობას. რეალურად დაშვებულია თუ არა დისტანციური შრომა საქართველოს კანონმდებლობით?2020 წლის საქართველოს შრომის კოდექსის ცვლილების შედეგად განიმარტა „ნორმირებული სამუშაო დრო“: „ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში და ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს“.ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ თუ დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების ქვეშ და ასრულებს მოვალეობებს - ეს ითვლება სამუშაო დროში. კოდექსი არ ზღუდავს შრომით ურთიერთობებს ადგილის მიხედვით და არ მიუთითებს, რომ ნორმირებულია ის სამუშაო დრო, რომელიც ხორციელდება დამსაქმებლის ტერიტორიაზე (დამსაქმებლის მისამართზე ან დამსაქმებლის ბიზნეს-ტერიტორიაზე...). რამდენადაც, სამუშაო დროის გაგება დაეფუძნა მოვალეობების შესრულებას და არა ადგილს, ეს უკვე კანონიერად ქმნის დისტანციური დასაქმების დასაშვებობის საფუძველს.2020 წლის ახალი სამართლებრივი ნორმა შემუშავებულ იქნა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების (აპროქსიმაციის) ვალდებულების შესრულების შედეგად. ნორმა მრავალი ფუნქციის მატარებელია და იგი არა მხოლოდ დისტანციური შრომის დაშვების ვიწრო გაგებას ემსახურება, არამედ, ფართოდ გულისხმობს დასაქმებულის დაცვის სტანდარტის ამაღლებას. დასაქმებულები, რომლებიც ოფისებში, დამსაქმებლის ტერიტორიაზე ასრულებენ სამუშაოს, ხშირად აგრძელებენ მუშაობას ოფისის დატოვების შემდეგაც - ქუჩაში, სახლში. ხოლო დამსაქმებლები მხოლოდ იმ დროს ითვლიან, რომელიც დასაქმებულებმა ოფისში გაატარეს. ასეთ დროს, დამსაქმებელი არც აღიარებს, რომ მიმდინარეობს დისტანციური შრომა.დისტანციური ბუნება, ტრადიციულად, ახასიათებს ზოგიერთ პროფესიას, მაგალითად: ბუღალტრულ და ფინანსურ საქმიანობას, სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას. თანამედროვე საქმიანობაში სხვა ბევრი პროფესიაც გაჩნდა, რაც შეუძლებელიც კი არის დისტანციური ურთიერთობების გარეშე, როგორიცაა გაყიდვების აგენტები, IT სპეციალისტები და სხვა. რა თქმა უნდა, არა ყოველი დისტანციური მუშაობა ჩაითვლება შრომით ურთიერთობად. დისტანციური საქმიანობა შეიძლება იყოს მომსახურების გაწევა, დავალების შესრულება, ნარდობა. მაგრამ, თუ ურთიერთობა აკმაყოფილებს ფუნდამენტურ, დოქტრინალურ, კანონისმიერ ნიშნებს, ადვილი შესაძლებელია მისი დაკვალიფიცირება შრომით ურთიერთობად.მოვიხმოთ სამეცნიერო ან აკადემიურ-სასწავლო საქმიანობა: სამეცნიერო საქმიანობა წარმოადგენს აკადემიური თანამდებობის მქონე პირის საქმიანობას, რომელიც ახორციელებს კვლევა-ძიებას და ქმნის სამეცნიერო პროდუქტს (სამართლებრივ კრიტერიუმებს, გამოგონებას, აქვეყნებს წიგნს და ა.შ.). აკადემიურ-სასწავლო საქმიანობაში კი იგულისხმება არა მხოლოდ სწავლება აუდიტორიაში, არამედ, სასწავლო მასალის მომზადება, საგამოცდო საკითხების მომზადება, სტუდენტთა სემინარების გასწორება-შეფასება, საგამოცდო ნაწერების შეფასება, ბაზაში ნიშნების ან მასალების ატვირთვა და სხვა. ხშირად (არა ყოველთვის) სამეცნიერო ანდა აკადემიურ-სასწავლო საქმიანობა მიმდინარეობს საუნივერსიტეტო ან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ტერიტორიების გარეთ. საქართველოს პრაქტიკაში, დიდწილად ასეთი დისტაციური შრომა, რომელიც მიმდინარეობს დასაქმებულის სახლში (დამსაქმებლის ტერიტორიის დატოვების შემდეგ), არც აღირიცხება ან არც ანაზღაურდება (რაც ბუნებრივად იწვევს მრავალ პრობლემას ღირსეულის შრომის, დასაქმების სტანდარტის და სხვა ასპექტების დაუცველობის მიმართულებით (რაც თავის მხრივ, განათლების პოლიტიკას და ხარისხს არ აუმჯობესებს)).ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს ორი მთავარი დასკვნა:საქართველოს კანონმდებლობით არა თუ დაშვებულია დისტანციური შრომა, არამედ პირდაპირ მითითებულია, რომ თუ დასაქმებული ასრულებს დამსაქმებლის განკარგულებით საქმიანობას და იმ ფუნქცია-მოვალეობებს, რაც დამსაქმებელთან მუშაობით არის გამოწვეული, - ეს სამუშაო დროში ითვლება, სადაც არ უნდა სრულდებოდეს იგი. ასეთი შრომა კი უნდა ანაზღაურდებოდეს სშკ-ის 2.1. მუხლის თანახმად ან უნდა აღირიცხებოდეს სშკ-ის 24.11 მუხლის თანახმად (სხვა ნორმებთან კომბინაციაში). სხვაგვარად პრაქტიკა ვითარდება შრომის კოდექსის მოთხოვნების დარღვევისკენ, არაჯანსაღი პრაქტიკის დამკვიდრებისკენ.ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია გამოიყენოს დისტანციური შრომა, თუ სამუშაოს ბუნებასთან თავსებადია. ასეთი გადაწყვეტილება დამსაქმებლის ავტონომიურობისა და თავისუფლების საგანია. დამსაქმებელს ვერავინ მიუთითებს იმაზე, რომ დისტანციური შრომა აკრძალულია.

ეკონომიკა 1715161508

საფერავი
„საფერავი - კეთილშობილი, მსოფლიო დონის ვაზის ჯიში“ - პრესტიჟული ამერიკული ღვინის ჟურნალი „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას აგრძელებს

ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის ჟურნალთან „Wine Enthusiast“ თანამშრომლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წელსაც გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათი ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ჟურნალის მაისის თვის ონლაინ გამოცემაში ფოკუსი საფერავზე გამახვილდა. „საფერავი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა; და ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული სამზარეულო აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა (The New York Times-მა 2024 წელს ქართული რესტორანი Chama Mama დაასახელა ტოპ 100 რესტორანში), შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს... როდესაც საფერავის ჭიქას ასწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საუბარია საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ მახასიათებლებზე, საფერავის როლზე ღვინის თანამედროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე. https://www.wineenthusiast.com/saperavi-georgian-grape/კამპანიის ფარგლებში, ჟურნალში „Wine Enthusiast“ გასულ წელს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“.2024 წელს, „Wine Enthusiast“ ქართული ღვინის შესახებ სარეკლამო-მარკეტინგული ხასიათის კამპანიას როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინ-გამოცემებში გააგრძელებს. „Wine Enthusiast“ 1979 წელს დაარსდა; დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინ მედია პლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5 მილიონიანი აუდიტორიით.აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast )”-წერია ინფორმაციაში.

საზოგადოება 1715160783

ჰაკერი
ამერიკამ რუსი ჰაკერის დასაკავებლად 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა

ნიუ ჯერსის სასამართლომ ბრალი წაუყენა რუსეთის მოქალაქეს, 31 წლის ვორონეჟელ დმიტრი ხოროშევს. 26-ე პუნქტიანი საბრალდებო დასკვნის თანახმად, ხოროშევი ინტერნეტ-გამომძალველი დაჯგუფების LockBit-ის შემქმნელია, დეველოპერი და ადმინისტრატორია. ხოროშევი LockBitSupp-ის, LockBit-ისა და putinkrab-ის სახელებით არის ცნობილი.ხოროშევს აშშ-მა, ავსტრალიამ და დიდმა ბრიტანეთმა ხოროშევი დაასანქცირა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეიწყობს დმიტრი ხოროშევის დაკავებას.გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფებამ ამერიკასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2000-ზე მეტ ადამიანს ჯამში 100 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გამოსძალა. მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა მწყობრიდან გამოიყვანა LockBit-ი და დაჯგუფებასთან კავშირში მყოფი 200-მდე პირის ვინაობა გახდა ცნობილი.

სხვადასხვა 1715159864

მარკ ცუკერბერგი
META-მ NVIDIA-სგან $30 მილიარდის ღირებულების AI-პროცესორები შეიძინა

მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების მფლობელმა კომპანიამ, ამერიკულმა META-მ, რომლის მთავარ ფოკუსად, ბოლო პერიოდში, ხელოვნური ინტელექტის განვითარება იქცა, NVIDIA-სგან $30 მილიარდის ღირებულების 500,000 AI-პროცესორი შეიძინა. კომპანია პროცესორებს დიდი ენობრივი მოდელის, LLAMA 3-ის განვითარებისთვის იყენებს. მარკ ცუკერბერგის კომპანია, ამჟამად, NVIDIA-ს მიერ წარმოებულ ერთ მილიონ AI-პროცესორს ფლობს.შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში, ხელოვნური ინტელექტი პლანეტის მთავარ ტექნოლოგიად ჩამოყალიბდა, რომლის განვითარებისთვის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები რესურსებს არ ზოგავენ. ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI, მაგალითად, ხელოვნურ ზოგად ინტელექტს ავითარებს და, როგორც სემ ოლტმენი ამბობს, უცნაური არ იქნება, თუ ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიას ყოველწლიურად $50 მილიარდის დახარჯვა დასჭირდეს, რადგან მიზანი, მისი თქმით, საშუალებას ამართლებს. ხელოვნური ინტელექტის დასწავლისთვის OpenAI-ც NVIDIA-ს 720,000 პროცესორებს იყენებს, რისთვისაც კომპანიამ $21.6 მილიარდი დახარჯა. ამგვარ თანხებს ხარჯავენ სხვა კომპანიებიც, მათ შორის OpenAI-ის მფლობელი Microsoft-ი და ჯეფ ბეზოსის Amazon-ი.AI-პროცესორებზე ამგვარი მოთხოვნის ფონზე, ისტორიულად გაიზარდა NVIDIA-ს შემოსავალი და საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც, ამჟამად, $2.26 ტრილიონს აღემატება, რაც ჯენსენ ჰუანგის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაც მსოფლიოში მესამე უდიდეს კომპანიად აქცევს. NVIDIA-ს შემოსავლების მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ხელოვნური ინტელექტის ოპერირებას სუპერმძლავრი კომპიუტერული მოწყობილობა სჭირდება, რომელსაც სწორედ NVIDIA აწარმოებს. რაც უფრო მეტი კომპანია დაიწყებს საკუთარი AI-პროექტის განხორციელებას და რაც უფრო მეტი მომხმარებელი ისარგებლებს ბაზარზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტით, უფრო მაღალი იქნება მოთხოვნა NVIDIA-ს პროდუქციაზე.

სხვადასხვა 1715154453