• Ƀ/$

ერაყში შიიტურ დღსასწაულზე ჭყლეტაში 31 ადამიანი დაიღუპა

11 სექტემბერი 12:07 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ერაყში ქალაქ ქარბალაში აშურას დღესასწაულზე ჭყლეტისა და არეულობის დროს 31 ადამიანი დაიღუპა 100-ზე მეტი კი დაშავდა, მათგან ნაწილის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.

აშურა მუსლიმური დღესასწაულია, რა დროსაც მორწმუნე შიიტები წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილის ჰუსეინისა და მისი 72 თანხმლები პირის მკვლელობას აღნიშნავენ. აღნიშნული ბრძოლა 680 წელს მოხდა.


იმის გათვალისწინებით, რომ აშურას რესასწაულზე პატარა ქალაქში თავ მთელიმსოფლიოდან მილიონობით ადამიანი იყრის, პროცესიას ჭყლეტა და მსხვერპლი პრაქტიკულად ყოველ წელს ახლავს. გარდაცვლილთა რაოდენობა ზოგ შემთხვევაში სამნიშნა მაჩვენებელზე ადის.


გლოვის ნიშნად მორწმუნეთა ნაწილი თვითგვემას მიმართავს


სხვა სიახლეები