• Ƀ/$

ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - საქართველოში ამინდი უარესდება

28 ივლისი 13:47 | INTERNET დაიჯესტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 28 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.

„28 ივლისს, დღის ბოლოდან 30 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.


მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“- წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


სხვა სიახლეები