• Ƀ/$

ქუთაისის აეროპორტში 2013-2019 წლებში მგზავრთნაკადი 362%-ით გაიზარდა

19 იანვარი 12:14 | ეკონომიკა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რომელიც 2012 წლის 27 სექტემბერს გაიხსნა და ფაქტობრივი ოპერირება 2013 წლიდან დაიწყო, მგზავრთნაკადი ბოლო 6 წელიწადში 362%-ით 874 ათასამდე გაიზარდა. 

ქუთაისის აეროპორტის აშენების უმთვრეს მიზანს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და იაფი ავიარეისები წარმოადგენდა, რაც თბილისსა და ბათუმში TAV Georgia-სთან დადებული ხელშეკრულების გამო - $24-იანი მოსაკრებელი მგზავრზე, შეუძლებელი იყო. $24-ად და ზოგ შემთხვევაში უფრო დაბალ ფასად ქუთაისიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოხვედრაა შესაძლებელი.


მართალია ბოლო წლების განმავლობაში მგზავრთნაკადი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში იზრდებოდა, გამონაკლისს 2019 წელი წარმოადგენს, როდესაც თბილისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა, მოსკოვის მიერ ფრენების აკძალვის გამო 3%-ით შემცირდა, მაგრამ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის ზრდა მაინც ყველაზე შესამჩნევი იყო.



თუ თბილისის აეროპორტში 2016-2019 წლებში მგზავრთნაკადი 64%-ით გაიზარდა, ბათუმის აეროპორტში კი 100%-ით, იმავე პერიოდში ქუთაისის აეროპორტმა 222%-იანი ზრდა აჩვენა. თუ 2016 წელს ქუთაისის აეროპორტი მგზავთნაკადით ბათუმის აეროპორტის 87%-ს უდრიდა 2019 წელს პირველად 4%-ით გუსწრო. 


ამჟამად მიმდინარეობს აეროპორტის ახალი 7 გასასვლელიანი ტერმინალის მშენებლობა, რომელიც მგზავრთა გამტარუნარიანობას 4-ჯერ საათში 1200-მდე გაზრდის. ტერმინალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.



საქართველოში ყველაზე პოპულრულ ავიაკომპანიას დაბალბიუჯეტიანი Wizz Air წარმოადგენს, რომელიც გასულ წელს 825 000-ზე მეტ მგავრს მოემსახურა და ერთ წელიწადში ავიაბაზრზე თავის წილი 12%-დან 16 %-მდე გაზარდა.


მსგავს თემაზე:

ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება


თბილისიდან ლონდონამდე 1 საათში - ჰიპერბგერითი თვითმფრინავის შესაძლებლობები


საქართველოს აეროპორტები 2019 წელს 5.2 მლნ მგზავრს მოემსახურა


Wizz Air 2019 წელს 825 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა



სხვა სიახლეები