• Ƀ/$

5 უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის ჯამური კაპიტალიზაცია გერმანიის მშპ-ს $1.1 ტრლნ-ით აღემატება

11 თებერვალი 13:14 | ტექნოლოგიები

ტრილიონიან კომპანიათა რეიტინგში ცვლილებებია. პირველ ადგილს $1.44 ტრლნ-იანი საბაზრო კაპიტალიზაციით ამჟამად Microsoft იკავებს, $1.41 ტრლნ-იანი ღირებულებით Apple-მე მეორე ადგილზე ჩამოინაცვლა. 

Microsoft-ის კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან დღემდე 17%-ით, ბოლო 1 წელიწადში კი 77%-ით ანუ $630 მლრდ-ით გაიზარდა.


წლის დასაწყისიდან დღემდე 7%-ით, ბოლო 1 წელიწადში კი 90%-ით - $660 მლრდ-ით გაიზარდა Apple-ის კაპიტალიზაციაც.


მეოთხიდან მესამე პოზიციაზე აინაცვლა Amazon-მა და ის ახლა $1.06 ტრლნ ღირს. რაც შეეხება Google-ს, აქციების ფასების ზრდის მიუხედავად ის 1 პოზიციით დაქვეითდა და მისმა კაპიტალიზაციამ $1.04 ტრლნ შეადგინა.


ოთხეულს საგრძნობლად ჩამორჩება კიდევ ერთი ტექნოლოგიური კომპანია, სოციალური ქსელების გიგანტი - Facebook მისი კაპიტალიაზაცია „მხოლოდ“ $607 მლრდ-ს შეადგენს.


აქციების ფასების ზრდის ფონზე ახალი რეკორდი მოხსნა Nasdaq-ის ბირჟის ინდექსმა და მან 9600-ს გადააჭარბა.


2019 წლის ბოლოს კაპიტალიზაციით ტრილიონიანი კომპანია, მხოლოდ 2 იყო, თვენახევარში მათი რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ამასთან თუ 5 უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის ჯამური ღირებულება $4.95 ტრლნ-ს უდრიდა, ახლა მათი ღირებულება $600 მლრდ-ით $5.55 ტრლნ-მდეა გაზრდილი. შედარებისთვის გერმანიის მშპ $1.11 ტრლნ-ით ნაკლებია და $4.44 ტრლნ-ს შეადგენს.


რეალურად ველაზე ძვირადღირებული კომპანია Saudi Aramco-ა, მისი კაპიტალიზაცია Microsoft-ზე $340 მლრდ-ით მეტი $1.78 ტრლნ-ა, თუმცა აქციების 95%-ზე მეტი საუდის არაბეთის სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება და ის მაინც განცალკევებით განიხილება.


მსგავს თემაზე:

Google დასავლეთის ჟურნალისტებს შემოსავლებს ართმევს


Apple iPhone 9-ის გამოსაშვებად ემზადება?


Amazon-ის გაყიდვები 2006-2019 წლებში 2450%-ით გაიზარდა


ბილ გეითსმა ეკოლოგურ იახტაში $644 მლნ გადაიხადა



სხვა სიახლეები