სამომხმარებლო სესხების ლარიზაცია გაზრდილია 

ლარი - ვალუტა

სავალუტო (აშშ დოლარი, ევრო) სამომხმარებლო სესხებში პრობლემური (უმოქმედო) სესხების (60 მლნ) წილი 9% -მდეა შემცირებული.

მათ შორის აშშ დოლარში პანდემიამდელი (1.11.19)  კოეფიციენტი (9%) 2020-ის გაზაფხულიდან იმატებდა, 2020-ის ნოემბერს 18%-იან პიკურ ნიშნულამდე. 2021 დეკემბრისთვის კი  ძველ ნიშნულს დაუახლოვდა.

სებ-ის ინფორმაციით, ლარის სამომხმარებლო სესხებში იმოქმედო კრედიტების წილი 5%-მდეა შემცირებული. მთლიან სამომხმარებლო პორტფელში კი  გაფუჭებული სესხების წილი 5 -6%-ის ფარგლებშია 

  სულ აშშ დოლარი ევრო
01.12.2021 6% 9% 5%
01.01.2021 9% 17% 9%


როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო მოთხოვნით რეგულირდება.

ამ დროისთვის სამომხმარებლო სესხების პორტფელი 6 მლრდ ლარს აღემატება. ნოემბერში 5% ზრდა აღინიშნა. წლიურად კი სამომხმარებლო დაკრედიტება 32%-ით გაზრდილია  (01.12.2020 – 4.6 მლრდ).

პორტფელის დოლარიზაცია შემცირებულია 11.2%-მდე. 2021 წლის დასაწყისში 14.2%-ს შეადგენდა.

საბანკო სექტორის მთლიანი დაბანდება 41.4 მლრდ ლარია და აქედან 6.07 მლრდ სამომხმარებლო სესხებია.