2 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასებისა და სამხრეთით
მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +10, +15, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +15, +20°;
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +18, +23°; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით +13, +18°.

სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +23°.
ბათუმი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.
ქობულეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.
ქუთაისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +25°.
ზუგდიდი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.
ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +24°.
ოზურგეთი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.
ონი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +20°.
გორი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +26°.
ცხინვალი: უმ. უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +25°.
თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
მარნეული: უმ. უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +27°.
რუსთავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +29°.
ახალციხე: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.
ბორჯომი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.
ბაკურიანი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +18°.
სტეფანწმინდა: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +16°.
თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +26°.