1758019349
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში 2 საცხოვრებელ კორპუსს, 7 500 კვ.მ. ფართობზე აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 12 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 650 000 ლარს შეადგენს.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან უკვე 6 წელია ვთანამშრომლობთ და მათთან პარტნიორობით თელავში ორ - 6 და 7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ვაშენებთ, რომელიც მწვანე კარკასით ჩაჰბარდება. ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში. სამომავლოდაც საქართველოს ბანკთან პარტნიორობას ვგეგმავთ, და მჯერა, ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს სამშენებლო სექტორის გაძლიერებას“, - განაცხადა სამშენებლო დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე ბაკურაძემ.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ხელშეწყობა წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, მსგავსი სახის პროექტების განხორციელებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ. გვჯერა რომ მსგავსი მხარდაჭერით ვეხმარებით აღნიშნულ სექტორს განვითარებაში, რეგიონს ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. კომპანია ამჟამად 150 ადამიანს ასაქმებს, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. „დი ბი ეს ჯგუფს“ წარმატებას ვუსურვებთ საქმიანობაში, ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.
1758001380
16 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +14, +19°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +20, +25°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით შესაძლებელია ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +10, +15°, ზოგან +22°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +15 °.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +17°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +16°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +17°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°, ღამით +18°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +17°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +18°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +16°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +14°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +13°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +10°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +12°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +11°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, შესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +7°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +4°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +12°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +10°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +12°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +8°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +13°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +14°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.
1757919563
დიელა – პირველი მინისტრი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნაციფრული ასისტენტი, რომელიც ადამიანებს ეხმარება სამთავრობო სერვისების ონლაინნავიგაციაში, გახდა პირველი ხელოვნური ინტელექტის მინისტრი მსოფლიოში. კაბინეტის ახალი წევრი ალბანეთის პრემიერმა ედი რამამ წარადგინა.დიელა, რაც ალბანურად მზეს ნიშნავს, სახელმწიფო შესყიდვების საკითხს უხელმძღვანელებს.ის აქამდე კონსულტაციებს უწევდა მომხმარებლებს სახელმწიფო e-Albania პორტალზე და ეხმარებოდა მათ ბიუროკრატიული ამოცანების შესრულებაში.„დიელა, კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ფიზიკურად არ იმყოფება ადგილზე, მაგრამ ვირტუალურად შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის მიერ. ის ხელს შეუწყობს ალბანეთის ისეთ ქვეყნად გადაქცევას, სადაც სახელმწიფო ტენდერები 100%-ით თავისუფალია კორუფციისგან“, – განაცხადა ედი რამამ.დიელა, რომელიც e-Albania პორტალზე ტრადიციულ ალბანურ კოსტიუმშია გამოწყობილი, სახელმწიფო შესყიდვებს უხელმძღვანელებს.მისი უფლებამოსილება იქნება, გამოავლინოს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულები. ეს ფუნქცია ეტაპობრივად ჩამოერთმევათ სამინისტროებს და სრულად დიელა გადაიბარებს.დიელა შეისწავლის ყველა ტენდერს, რომლებსაც მთავრობა კერძო კომპანიებთან აფორმებს. პრემიერ რამას მიაჩნია, რომ ამ გზით ქვეყანაში სრულად აღმოიფხვრება კორუფცია.სახელმწიფო ტენდერები დიდი ხანია კორუფციული სკანდალების წყაროა ალბანეთში. ტირანაში ვარაუდობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ახალ მინისტრს შეუძლია.euronewsgeorgia.com
1757835054
საპნის ექსპორტი გაორმაგდა - სად ვყიდით ქართულ საპონს?საქართველოდან საპნის ექსპორტი გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 2,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 625 ტონა საპონი გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1,1 მლნ აშშ დოლარის 290 ტონა საპნის ექსპორტი განხორციელდა.მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები შემდეგნაირია: 2025 წლის იანვარ-ივლისი - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 175 ტონა 2024 წლის იანვარ-ივლისი - 621 800 აშშ დოლარი - 83 ტონა რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, თუ მხოლოდ ადგილობრივი ექსპორტის მონაცემებს ვნახავთ, საქართველოში წარმოებული საპნის მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია, მეორე ადგილას კი ლიეტუვაა. რაც შეეხება top-10 საექსპორტო ბაზარს, მათი ჩამონათვალი 2025 წლის შვიდი თვის მონაცემებით, შემდეგნაირია: აშშ - 490 200 აშშ დოლარი - 7 ტონა ლიეტუვა - 268 700 აშშ დოლარი - 6 ტონა სომხეთი - 165 900 აშშ დოლარი - 89 ტონა თურქეთი - 141 500 აშშ დოლარი - 52 ტონა აზერბაიჯანი - 34 600 აშშ დოლარი - 9 ტონა რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანაში საპნის შემოტანის მაჩვენებლებიც გაზრდილია, თუმცა მცირედით. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 20,9 მლნ აშშ დოლარის 9 372 ტონა საპონი შემოვიტანეთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 19 მლნ აშშ დოლარის 8 491 ტონა.საქართველოში საპონი ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან შემოგვაქვს.Top-5 საპნის საიმპორტო ბაზარი კი შემდეგია: თურქეთი - 7,9 მლნ აშშ დოლარი - 6306 ტონა საფრანგეთი - 2,5 მლნ აშშ დოლარი - 206 ტონა რუსეთი - 1,2 მლნ აშშ დოლარი - 526 ტონა ჩეხეთი - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 288 ტონა აშშ - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 144 ტონა
1757834820
164 მლნ დოლარის ხელფასი წელიწადში - ვინ არიან ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO აშშ-შიAssociated Press-მა ჩაატარა კვლევა, S&P 500 კომპანიების 344 აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების მონაცემები გამოითვალა.საქმე ეხებათ ისეთ დირექტორებს, რომლებმაც თავიანთ კომპანიებში მინიმუმ ორი სრული ფისკალური წელი იმსახურეს და რომლებმაც 1 იანვრიდან 30 აპრილამდე დეკლარაცია შეავსეს.ტოპ-5 აღმასრულებელი დირექტორი აშშ-ში, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი გამოიმუშავეს: რიკ სმიტი (Axon Enterprises) – 164.5 მლნ აშშ დოლარი; ლორენს კალპი (GE Aerospace) – 87.4 მლნ აშშ დოლარი; ტიმ კუკი (Apple) – 74.6 მლნ აშშ დოლარი; დავიდ გიტლინი (Carrier Global) – 65.6 მლნ აშშ დოლარი; ტედ სარანდოსი (Netflix) – 61.9 მლნ აშშ დოლარი. ასევე, აღმასრულებელი დირექტორების საშუალო წლიური ანაზღაურება 9.7%-ით გაიზარდა და 17.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების საშუალო თანამშრომელი 85 419 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, რაც წინა წელთან შედარებით 1.7%-იანი მატებაა.
1757833620
ილონ მასკი Starship-ის განახლებულ ვერსიას აანონსებს. რას უნდა ველოდოთ მომავალი წლიდან?SpaceX-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან კომპანიის უმძლავრესი ხომალდის, Starship-ის შესაძლებლობები საგრძნობლად გაიზრდება.რაკეტის მე-3 ვერსიას ყოველ აფრენაზე ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის ატანა შეეძლება. ამასთან, ხომალდის ორივე ნაწილი ხელახლა გამოყენებადი გახდება.მასკის თქმით, გაუმჯობესდება ძრავების ეფექტურობა და გაფართოვდება საწვავის ავზი, რაც შორეული მოგზაურობებისთვის აუცილებელი კომპონენტია. ცნობისთვის, SpaceX-მა Starship-ის მეორე ვერსიის მე-10 ფრენა რამდენიმე კვირის წინ განახორციელა.წინა წარუმატებელი მცდელობებისგან განსხვავებით, ამჯერად ხომალდმა თითქმის ყველა დასახულ მიზანს მიაღწია. გამშვები და მთავარი რაკეტების განცალკევების პროცესმა გეგმის მიხედვით ჩაიარა. ამასთან პირველად მოხერხდა ხომალდიდან ორბიტაზე Starlink-ის სატელიტების გაშვება. საბოლოოდ კი მთავარი რაკეტა ინდოეთის ოკეანეში გამართულად დაეშვა.