„ბაზისბანკის“ საახალწლო სოციალური კამპანია „ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ვჭირდებით“

ბიზნესი 1672394445
ბაზისბანკის საახალწლო აქცია

ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო კამპანიას.

საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, ბაზისბანკის თანამშრომლებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ჩართულობით, შეირჩა ოჯახები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოების გვერდით დგომა. ბენეფიციარებად შეირჩნენ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახები.

„ჩვენი გუნდის წევრების ჩართულობით, გამოიკვეთა ბენეფიციარების საჭიროებები და სპეციალურად მათთვის შევიძინეთ საახალწლო ნობათი, პროდუქტები, ტექნიკა, სათამაშოები. ბაზისბანკის თანამშრომლების ჩართულობით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ბენეფიციარებს ადგილზე გადავეცით მათთვის საჭირო ნივთები. ბაზისბანკის გუნდს გვჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრს კარგ საქმეს გავაკეთებთ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.