1790661660
Lion Trans — პროფესიონალი პარტნიორი პროფესიონალი ავტოდილერისთვის
თანამედროვე სამყაროში გლობალური ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებები მნიშვნელოვნად მოქმედებს საავტომობილო ინდუსტრიაზე, რის გამოც ავტოდილერობა აღარ არის მხოლოდ ავტომობილების ფიზიკური ყიდვა-გაყიდვის პროცესი. ავტოდილერობა პროფესიაა, სადაც თითოეულ გადაწყვეტილებას პირდაპირი გავლენა აქვს ბიზნესის შედეგზე.
ავტომობილების დილერის წარმატება რამდენიმე გადამწყვეტ კომპონენტზეა დამოკიდებული. მან მუდმივად უნდა გაამახვილოს ყურადღება შემდეგ საკითხებზე:
- საბაზრო მოთხოვნისა და სეგმენტის ანალიზი - რათა გაარკვიოს რომელი ავტომობილი იყიდოს
- შესყიდვის გონივრული ბიუჯეტი - რათა წინასწარ იცოდეს, რა ფასად შეიძინოს მანქანა
- ავტომობილის ისტორიის გადამოწმება - რათა დარწმუნდეს მის სანდოობასა და გამართულობაში
- ფინანსების ეფექტიანი კონტროლი - რათა სწორად მართოს სამუშაო კაპიტალი
- ლოგისტიკური ხარჯების დაანგარიშება - რათა ზუსტად იცოდეს ავტომობილის ტრანსპორტირების ღირებულება
- დროის ფაქტორის გათვალისწინება - რათა წინასწარ განსაზღვროს ავტომობილის ჩამოსვლის ვადები
- სრული ხარჯთაღრიცხვა - რათა ზუსტად იცოდეს მანქანის საბოლოო თვითღირებულება
- ბაზარზე პოზიციონირება - რათა შეინარჩუნოს კონკურენტული ფასი ისე, რომ ბიზნესმა სათანადო მოგება ნახოს
Lion Trans სწორედ ის სანდო პარტნიორია, რომელიც ავტოდილერს ტრანსპორტირების პროცესის ცალკეულ ეტაპზე ფიქრს აღარ სთხოვს, აუქციონიდან ავტომობილის ჩამოსვლამდე ლოგისტიკას ერთიანად მართავს და დილერს საშუალებას აძლევს, მთავარი ყურადღება ავტომობილების შერჩევასა და გაყიდვაზე გადაიტანოს. კომპანიის გამოცდილება, ოპერატიულობა და სანდოობა არის მთავარი გარანტია იმისა, რომ მანქანები დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ, ზუსტ დროში და ოპტიმალური ხარჯებით ჩამოვა. ავტოდილერს კი შეუძლია, ამ პერიოდში მთელი ენერგია ბიზნესის განვითარებასა და მოგების ზრდისკენ მიმართოს. როდესაც ავტოდილერობა შენი ბიზნესია, ტრანსპორტირების პარტნიორის არჩევაც ბიზნესგადაწყვეტილებაა.
ავტომობილების ბაზარი სწრაფად იცვლება. ხშირად მოგებიანი შესაძლებლობა სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც ავტოდილერის კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შეძენილ ან გზაში მყოფ ავტომობილებზეა გადანაწილებული. ამ დროს მეტი თავისუფალი კაპიტალი ახალი ავტომობილის შეძენის შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ Lion Trans ავტოდილერებს უნიკალურ შესაძლებლობას, 100-დღიან უპროცენტო დაფინანსებას, სთავაზობს. სერვისი, უპროცენტო დაფინანსება ავტოდილერებისთვის, დილერს საშუალებას აძლევს ფინანსური რესურსი მაქსიმალურად მოქნილად მართოს, არ შეფერხდეს გზაში მყოფი ავტომობილების გამო, დაასწროს კონკურენტებს და მუდმივად მზად იყოს ბაზარზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობების ასათვისებლად.
ავტომობილის საბოლოო თვითღირებულება ავტოდილერისთვის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მაჩვენებელია. ამ მიზნის ხელშესაწყობად, Lion Trans-ის პარტნიორი დილერებისთვის ტრანსპორტირებაზე მუდმივად მოქმედებს $100-იანი ფასდაკლება. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ სასიამოვნო დანაზოგია კონკრეტულ მანქანაზე, თუმცა, როდესაც საქმე ათობით და ასობით მანქანის ჩამოყვანას ეხება, ეს შეღავათი ბიზნესის ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს და საბოლოო მოგებას ზრდის. ნაკლები ლოგისტიკური ხარჯი ნიშნავს მეტ ადგილს მარჟისთვის და უკეთეს კონკურენტულ ფასს ბაზარზე.
ავტოდილერისთვის ზურგის ქარი სწორი და დროული ინფორმაციაა. Lion Trans პარტნიორ დილერებს სთავაზობს 100 უფასო CARFAX-ს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ბევრად მეტი ავტომობილის ისტორია გადაამოწმონ და გადაწყვეტილება მაქსიმალურად სანდო მონაცემების საფუძველზე მიიღონ. შეიძლება ითქვას, რომ სწორი ავტომობილის ყიდვა იწყება სწორი ინფორმაციით.
2023 წლიდან Lion Trans ოფიციალურად გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ავტოაუქციონის, IAA(Insurance Auto Auctions)-ს ოფიციალური წარმომადგენელი. შესაბამისად, მისი პარტნიორი ავტოდილერი სცდება ადგილობრივი კომპანიის ჩარჩოებს და იღებს გლობალურ შესაძლებლობებს, უმაღლესი დონის სანდოობასა და შეუფერხებელ სავაჭრო ჯაჭვს. ეს თანამშრომლობა მას ბაზარზე სტაბილურობის განცდასა და მყარ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან საქმე აქვს არა უბრალოდ გადამზიდ კომპანიასთან, არამედ გლობალური ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელთან.
სერვისი რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს დილერებისთვის, Lion Trans საქართველოს მასშტაბით უკვე 9 ქალაქშია წარმოდგენილი — თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბოლნისი და ზესტაფონი.
როდესაც საქმე აშშ-დან ავტომობილის გამოყვანასა და ტრანსპორტირებას ეხება, დილერისთვის მნიშვნელოვანია სანდო პარტნიორი ადგილზე. Lion Transatlantic არის საერთაშორისო freight forwarding კომპანია, რომელიც ფლობს აშშ-ში საჭირო ყველა ლიცენზიას და ადგილზე მართავს საკუთარ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, უკვე მეორე საწყობს ნიუ-ჯერსიში.
Lion Trans-ის ოფისები, საწყობები და წარმომადგენლობები საერთაშორისო ბაზრებსაც მოიცავს. კომპანია წარმატებით ოპერირებს ისეთ სტრატეგიულ ადგილებზე, როგორებიცაა აშშ, საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, გერმანია, ნიდერლანდები და არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE). ფართო საერთაშორისო ქსელი ნიშნავს, რომ ავტომობილის გზა აუქციონიდან დილერამდე ერთი ლოგისტიკური ჯაჭვის ფარგლებში იმართება, ნაკლები შუამავლით, მეტი კონტროლითა და პროცესის თითოეულ ეტაპზე მკაფიო პასუხისმგებლობით.
როდესაც საქმე ავტომობილების გადაზიდვას ეხება, თითოეული დღე და დეტალი გადამწყვეტია. დილერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება. Lion Trans-ის გამართული ლოგისტიკური ჯაჭვი უზრუნველყოფს, რომ ავტომობილი მათ დაზიანების გარეშე, ზუსტად დადგენილ ვადებში და უსაფრთხოების სრული გარანტიით ჩაჰბარდეს.
ავტოდილერებმა იციან, რომ ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი საავტომობილო ბიზნესი კომპლექსურ და სტრუქტურულ მიდგომას მოითხოვს. ამიტომ მათ მხოლოდ გადამზიდავი არ სჭირდებათ. ისინი ეძებენ ძლიერ და საიმედო პარტნიორს, რომელიც მთელ პროცესს ერთიან ეკოსისტემად ააწყობს. Lion Trans პარტნიორებს სთავაზობს პირობებს, რომლებიც ბაზარზე მათ უპირატესობას მოუტანს. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი აუქციონის, IAA-ს ოფიციალური წარმომადგენელი, კომპანია უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას გლობალურ ეკოსისტემასთან ყოველგვარი შუამავლების გარეშე. ჰოლდინგის საკუთარი ინფრასტრუქტურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საავტომობილო საწყობები ამერიკაში, ავტომობილების სწრაფ, დაცულ და მკაცრად კონტროლირებად ტრანსპორტირებას განაპირობებს თითოეულ ეტაპზე.
Lion Trans პარტნიორ დილერებს სთავაზობს პირობებს, რომლებიც ეხმარება მათ, შეინარჩუნონ საბრუნავი კაპიტალი, შეამცირონ ხარჯები და უფრო მოქნილად მართონ თითოეული ავტომობილის შესყიდვა. პარტნიორობის ფარგლებში მათ შეუძლიათ ისარგებლონ 100-დღიანი უპროცენტო დაფინანსებით, $100-იანი ფასდაკლებით ტრანსპორტირებაზე და 100 უფასო CARFAX ანგარიშით. ეს ნიშნავს მეტ ფინანსურ მოქნილობას, ნაკლებ ლოგისტიკურ ხარჯს და მეტ შესაძლებლობას, თითოეული ავტომობილის შეძენის გადაწყვეტილება სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღონ. საბოლოოდ, Lion Trans-ის პირობები ზოგავს ავტოდილერის რესურსებს და უზრუნველყოფს მისი ბიზნესის სტაბილურ, გრძელვადიან წარმატებას.



