1750579517
რა გავლენა აქვს დუბაის შოკოლადს „შოკოტელას“ გაყიდვებზე

„დუბაის შოკოლადზე“ მოთხოვნის ზრდის ფონზე, ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკ Chocotella / შოკოტელას გაყიდვები მნიშვნელოვნად გაეზარდა. როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოტელას“ მფლობელმა მარიამ კაპანაძემ განაცხადა, „დუბაის შოკოლადზე“ მოთხოვნა ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება და ეს ხდება იმ პერიოდში, როდესაც ზაფხულია და სიცხის გამო, ტრადიციულად, შოკოლადის ნაწარმზე მაღალი მოთხოვნა არ არის.
„ჯერჯერობით არ დამითვლია ბიზნესურად რა ეფექტი აქვს. გაყიდვების ზუსტი პროცენტული ზრდა არ ვიცი, თუმცა გაყიდვები 10-ჯერ მეტადაა გაზრდილი. მით უმეტეს ახლა ზაფხული იყო და შოკოლადის სეზონი არ არის, მაგრამ დუბაის შოკოლადის გამო მოთხოვნა და გაყიდვები საკმაოდ გაზრდილია. საცალო გაყიდვების კუთხით, იმაზე კარგი შედეგები გვაქვს, ვიდრე ახალ წელს გვაქვს ხოლმე. ვინც მოვიდა და გასინჯა, ისევ გვიბრუნდება და შემდეგ 5 ცალი მაქვს. ასე, რომ ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილნი არიან“, - აცხადებს მარიამ კაპანაძე.
„შოკოტელას“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ „დუბაის შოკოლადზე“ მოთხოვნა ძირითადად კადაიფმა და ფისტას ერთობლიობამ გამოიწვია.
„ფილას საკმაოდ საინტერესო სტრუქტურა აქვს, რომელიც მზადდება კადაიფის შიგთავსით და ფისტით, რომელიც არის ხრაშუნა და ყველაში იწვევს აღფრთოვანებას. ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული შოკოლადია და საკმაოდ გემრიელია საკონდიტრო ნაწარმში“, - აცხადებს მარიამ კაპანაძე. მისი თქმით „შოკოტელაში“ დამზადებული „დუბაის შოკოლადი“ ორიგინალის ანალოგია.
1750614720
ფუფუნების ბრენდების პროდუქცია ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა - რა არის მიზეზიბოლო დროს, ლუქს ბრენდების მოგება ფასების ზრდის მიუხედავად მცირდება.მიუხედავად იმისა, რომ პირადი ფუფუნების საგნების ბაზარი 2024 წელს 363 მილიარდ ევროს (დაახლოებით 415 მილიარდი დოლარი) შეადგენდა, რაც ათი წლის წინანდელ 223 მილიარდ ევროსთან (242 მილიარდი დოლარი) შედარებით ბევრად მეტია, გლობალური საკონსულტაციო კომპანია Bain-ის მონაცემებით, სექტორი მაინც ნელი ტემპით იზრდება.HSBC-ის მონაცემებით, ევროპაში ფუფუნების საგნების ფასები ახლა სულ მცირე 52%-ით გაზრდილია, ვიდრე 2019 წელს.ტენდენცია პანდემიის დროს დაიწყო, როდესაც მაშინდელი ვითარების გამო, კომპანიები იძულებულები გახდნენ მეტი დაეხარჯათ მათი პროდუქციის რეკლამირებასა და წარმოებაზე.ფასები ახლა ისტორიულ მაქსიმუმამდეა გაზრდილი. თუმცა, მომხმარებლები აღარ არიან მზად, მაღალი ფასი გადაიხადონ პროდუქტში, რომლის ხარისხიც იგივე დარჩა.“ეს აღმაშფოთებელია. უმეტესწილად, საქმე იმაში არ არის, რომ მათი ფასი 52%-ით გაუმჯობესდა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ხარისხი არ გაზრდილა“, - განაცხადა ახალგაზრდული კულტურის პლატფორმა Highsnobiety-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ფიშერმა CNN-თან სატელეფონო საუბრისას.როგორც ჩანს, მკვეთრმა ფასნამატმა გაყიდვები დააზარალა, რამდენიმე კომპანიამ კი იმედგაცრუების მომგვრელი რიცხვები გამოაქვეყნა.მაგალითად, Chanel-ის ოპერაციული მოგება 2024 წელს 30%-ით შემცირდა და 4.48 მილიარდ დოლარს მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი, როგორც წესი, ფასებს წელიწადში ორჯერ ზრდის, წელს ამას არ გააკეთებს.რა ხდის პროდუქტს ძვირად ღირებულ ბრენდად?ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველაფერი, რასაც აქვს მაღალი ფასი და ხარისხი, შეიძლება გაიყიდოს პრემიუმ კლასის ნივთად.ბრენდები სულ უფრო ხშირად არეკლამენენ მათი პროდუქციის ისტორიულ და მემკვიდრულ წარმომავლობას, რათა აღადგინონ ნდობა და ემოციური კავშირი მომხმარებელთან - ეს არის ერთგვარი გასამართლებელი ფაქტორი იმისა, თუ რატომ ღირს ბრენდი მაღალი ფასი.თუმცა, გაყიდვების გასაზრდელად, სულ ახლახანს, იტალიურმა ფუფუნების ბრენდმა Ferragamo-მ დაიქირავა კონტენტის შემქმნელი ვოლკან ილმაზი, რომელიც აანალიზებს და იკვლევს პრემიუმ ტყავის ნაწარმს და აფასებს მათ ღირებულებას.ივნისში, იტალიელმა პრემიუმ კლასის ფეხსაცმლის მწარმოებელმა Santoni-მ გამომცემლობა Assouline-თან თანამშრომლობით გამოუშვა ახალი, სქელყდიანი წიგნი, რომელიც 180-ზე მეტ სურათს შეიცავს. ის ასახავს ლეიბლის განვითარებას ხუთი ათწლეულის განმავლობაში იტალიის რეგიონში.მოგების შემცირების ფონზე, ბრენდები ცდილობენ ისტორიული იმიჯის შექმნას, რომელიც მათი ნაწარმის ფასს გაუსვამს ხაზს და მყიდველს დაარწმუნებს ბრენდის უნიკალურობაში.წყარო: cnn.com
1750584360
Open AI-ის დირექტორი ამბობს, რომ ცუკერბერგი მის თანამშრომლებს 100 მლნ-ის სანაცვლოდ „მეტაში“ გადასვლას სთავაზობსOpen AI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ალტმანის თქმით, მარკ ცუკერბერგის კომპანია „მეტა“ Open AI-ის თანამშრომლებს, მათთან გადასვლის სანაცვლოდ, 100 მლნ აშშ დოლარს სთავაზობს.ალტმანმა პოდკასტში „Unscapped“ განაცხადა, რომ ცუკერბერგმა მისი თანამშრომლების მიმართ „გიგანტური“ შეთავაზებების გაკეთება დაიწყო და ზოგიერთ მათგანს ჰპირდება, თუკი კონტრაქტს „მეტა“-სთან გააფორმებს, ხელმოწერის სანაცვლოდ 100 მლნ აშშ დოლარს გადაუხდის.თავის მხრივ, ალტმანი ამბობს, რომ ცუკერბერგის მცდელობები უშედეგოა და ის მისთვის თანამშრომლების წართმევას ვერ შეძლებს.გარდა ამისა, ალტმანმა „მეტა“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კომპანია ინოვაციების მხრივ არც ისეთი მოქნილია.„მეტას“, როგორც კომპანიას, პატივს ბევრი რამის გამო ვცემ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის ინოვაციების მხრივ დიდ კომპანიას წარმოადგენენ. ჩვენ გვესმის ბევრი რამ, რაც მათ არ ესმით“, - განაცხადა Open AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
1750504200
ლატვიამ რუსებს უძრავი ქონების შესყიდვა საბოლოოდ აუკრძალალატვიის სეიმმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის, ასევე, ამ სახელმწიფოებში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას კრძალავს - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი LSM ავრცელებს.დოკუმენტს 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 კი წინააღმდეგი იყო.შეზღუდვა, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე ვრცელდება, რომლებშიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები საწესდებო კაპიტალის წილების, მინიმუმ, 25%-ს ფლობენ და რომლებშიც ისინი ბენეფიციარები არიან.კანონში რიგი გამონაკლისი არის დაშვებული. კერძოდ, რუსები და ბელარუსები უძრავი ქონების მფლობელები იმ შემთხვევაში ხდებიან, თუ ის ნათესავებისგან მემკვიდრეობით მიიღეს ან სასამართლომ მათ საკუთრებად ცნო. ამასთან, შეღავათი რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებზე მოქმედებს, რომლებსაც ლატვიაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი აქვთ. მათ მხოლოდ ერთი საცხოვრისის შეძენის უფლება აქვთ.ახალი კანონის ავტორები არგუმენტად ლატვიის ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ასახელებენ, რადგან ბელარუსებისა და რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენა შესაძლოა, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული. ამასთან, მოსკოვი თავისი მოქალაქეების საზღვარგარეთ ყოფნას შეჭრის საბაბად იყენებს, სამხედრო ქმედებებს კი მათი დაცვის აუცილებლობით ამართლებს.ახალი კანონი მის მიღებამდე დადებულ გარიგებებზე არ ვრცელდება.მანამდე ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებს აეკრძალა, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან ახლოს უძრავ ქონებას ფლობენ. სუს-ის ცნობით, ბოლო წლებში რესპუბლიკაში უძრავი ქონების მფლობელი რუსების შემოწმების შედეგად სპეციალურმა სამსახურმა ეროვნული უსაფრთხოების რისკები გამოავლინა. შედეგად რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე იმ უცხოელების სიას დაემატა, ვისაც ლატვიაში შესვლა აკრძალული აქვს. სუს-ი არ აკონკრეტებს, თუ რამდენ რუსს შეეხო აკრძალვა.ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი, რიჰარდ კოზლოვსკისი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემა შეწყვიტოს, რადგან მათი ვიზიტები შესაძლოა, ბლოკის შიდა უსაფრთხოებას ემუქრებოდეს. თავად ლატვიამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსებზე შენგენის ვიზების გაცემა შეწყვიტა და რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა უკიდურესი აუცილებლობის გარეშე აუკრძალა. ანალოგიური ზომები ლიეტუვამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა და ფინეთმაც მიიღო.ლატვიის ხელისუფლებამ, ასევე, დაავალდებულა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები, რესპუბლიკაში შენგენის ქვეყნებიდან შესვლის შესახებ შეატყობინონ და მოგზაურობის მიზნის, მოსალოდნელი ხანგრძლივობისა და ყოფნის ადგილის შესახებ ინფორმაცია შესვლამდე 48 საათით ადრე მიაწოდონ. ამასთან, ლატვიაში შესვლის მსურველებმა უნდა მიუთითონ დასაქმების სფერო, არჩევითი თანამდებობის მქონე ნათესავები, სამხედრო სამსახურის ან სახელმწიფო საქმიანობის შესახებ მონაცემები. ამ მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმამ შესაძლოა, 2 ათას ევრომდე მიაღწიოს.ამასთან, ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიურ ანგარიშში მოქალაქეებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ჯაშუშები, რომლებსაც ტურისტებად ან ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებად შეუძლიათ შენიღბვა. კერძოდ, საეჭვო პირების ნიშნები შესაძლოა, მოიცავდეს მოუწესრიგებელ გარეგნობას, შეუფერებელ სამხედრო ან სპორტულ ტანსაცმელსა და სამხედრო სტილის მოკლე ვარცხნილობას. სპეციალურმა სამსახურმა, ასევე, მოქალაქეები გააფრთხილა, რომ რუსმა დივერსანტებმა შესაძლოა, ქვეყანაში მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ არეულობის წაქეზება სცადონ, ხოლო საეჭვო პირების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა რაიმე დამოუკიდებელ ქმედებას კი არ უნდა მიმართონ, არამედ პოლიციას ან სამხედროებს დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ და ჯაშუშების შესახებ შეატყობინონ.ცნობისთვის: გაზაფხულზე ანალოგიური კანონი ფინეთის პარლამენტმაც მიიღო. ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის არის დაშვებული, რომლებიც ბინადრობის მუდმივ ნებართვას ფლობენ.2023 წლიდან მსგავსი წესები ლიეტუვაშიც მოქმედებს. თუმცა, ფინეთისა და ლატვიისგან განსხვავებით, შეზღუდვა მუდმივი კანონი კი არა, დროებითი სანქციაა, ამიტომ აკრძალვა ბინადრობის როგორც მუდმივ, ასევე, დროებითი ნებართვის მფლობელზეც არ ვრცელდება.bpn.ge
1750497180
დისნეი ხელნახატ ანიმაციას აბრუნებს — გაიცანით "გატო"სამი თვეც არ არის გასული მას შემდეგ, რაც პატარა, დამოუკიდებელმა ლიტვურმა ანიმაციურმა ფილმმა შავ კატაზე ოსკარი მოიპოვა საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში — და დისნეიმ და პიქსარმა ახალი პროექტი დააანონსეს, სადაც მთავარ როლში შავი კატა გვხვდება.ფილმის სახელია Gatto და მას რეჟისორი ენრიკო კასაროზა ქმნის, რომელიც ცნობილია ფილმებით Luca და La Luna. მოქმედება იტალიაში, ვენეციაში ვითარდება და მოგვითხრობს შავ კატაზე სახელად ნერო. დისნეის ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, "კატების მაფიის ბოსის ვალის გამო, ნეროს მოუწევს სრულიად მოულოდნელი მეგობრობის გაბმა — რამაც, შესაძლოა, საბოლოოდ მის ცხოვრებას აზრს შესძინოს…"პირველი ვიზუალი ფილმიდანფოტო: Pixarქალაქ ანესის ანიმაციის ფესტივალზე პიქსარის პრეზენტაციის დროს ფილმზე სხვა დეტალებიც გახდა ცნობილი:ნეროს წყალი არ უყვარს, თუმცა მუსიკა მოსწონს. ის ქუჩის მხატვარ მაიას უმეგობრდება.ფილმი უფრო სტილიზებულია, ვიდრე პიქსარის წინა ნამუშევრები — მას მხატვრული, ხელით დახატული ტექსტურებისა წყალობით "ნახატის" ვიზუალი აქვს. ანიმაციის პროდიუსერია ანდრეა უორენი, რომელიც ასევე იყო Luca-ს პროდიუსერი.Gatto-ს პრემიერა 2027 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. მანამდე პიქსარი სამ ახალ ანიმაციურ ფილმს გამოუშვებს. ესენია: Elio (2025), Hoppers (2026), Toy Story 5 (2026).წყარო: Cartoon Brew
1750495500
გერმანული სტარტაპი - ევროპაში პრივატული კუპეების მქონე ღამის მატარებლების ქსელი ჩაეშვებაგერმანულმა სტარტაპ Nox-მა ღამის მატარებლების ახალი ქსელის გაშვება დააანონსა, რომელზეც მგზავრებს ერთ ან ორადგილიან კერძო საძილე კუპეებს შესთავაზებენ.ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს.ამასთან, კომპანია პირობას დებს, რომ ასეთ მატარებლებზე ბილეთები ავიარეისების ღირებულებაზე ძვირი არ ეღირება.პირველი რეისები 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.მატარებლებს სამი კატეგორიის კუპე ექნება: ერთადგილიანი ზედა საწოლით, სავარძლითა და მაგიდით ორადგილიანი ზედა საწოლით, ორი სავარძლითა და მაგიდით ორადგილიანი ზედა და ქვედა საწოლით, რომელთაგან ქვედა სავარძლად გარდაიქმნება სამივე კატეგორიის კუპეს ორმეტრიანი საწოლი და საკმარისი ადგილი ექნება, რომ მგზავრი წამოდგეს და ბარგი შეინახოს. ასევე, ზოგიერთ კუპეს ფანჯრები პანორამული ხედებით ექნება.კუპეების დიზაინი Nox-ს საშუალებას მისცემს, თავის მატარებლებში, ტრადიციულ ოპერატორებთან შედარებით, უფრო მეტი მგზავრი განათავსოს.„დღეს ადამიანებს თავიანთი კუპეების უცნობებთან გაზიარება უწევთ, რომელშიც საწოლები ვიწროა, ხოლო ბილეთი ხშირად საჰაერო მგზავრობაზე უფრო ძვირი ღირს. ჩვენ ამის შეცვლა გვსურს, რომ ღამის მატარებლები ევროპული მოგზაურობის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ,“ - აცხადებს Nox-ის თანადამფუძნებელი, ტიბო კონსტანტი.თავად კონსტანტის მოგზაურობებს სოციალურ ქსელებში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი გამომწერი ადევნებს თვალყურს. მან მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი ღამის მატარებლით იმგზავრა და ამბობს, რომ ამ გამოცდილებამ ახალი საძილე ვაგონების დიზაინზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.ტარიფები 35-ზე მეტ ევროპულ მარშრუტზე იქება ხელმისაწვდომი, ხოლო 2035 წლისთვის Nox-ს ღამის სარკინიგზო ქსელის გაბმა მთლიანობაში 100 ევროპულ ქალაქს შორის სურს. მათ შორის არის პარიზი, ბარსელონა, ამსტერდამი, კოპენჰაგენი, ვარშავა, ბუდაპეშტი და რომი. კომპანიის მიზანია, ქსელი მოკლემაგისტრალიანი რეისების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად იქცეს, ხოლო ბილეთის ფასი ავიაბილეთების ღირებულებას არ სცდებოდეს.დაინტერესებულ მოგზაურებს დაგეგმილი განრიგისა და ფასების ნახვა Nox-ის ვებგვერდზე უკვე შეუძლიათ. კერძოდ, ერთადგილიან კუპეზე ფასები 79 ევროდან, ხოლო ორადგილიანზე 149 ევროდან იწყება. ბორტზე საკვებითა და სასმელით მომსახურება იქნება ორგანიზებული, ასევე, ველოსიპედებისა და შშმ პირების ეტლებისთვის ადგილი გამოიყოფა.მოგზაურებს უკვე შეუძლიათ, უფასო კლუბ Early Bird-ს შეუერთდნენ, რომ მოვლენებზე ინფორმირებული იყვნენ და ფასდაკლებებსა თუ ადრეულ დაჯავშნებზე წვდომა მიიღონ.