დისნეი ხელნახატ ანიმაციას აბრუნებს — გაიცანით "გატო"

"გატო"

სამი თვეც არ არის გასული მას შემდეგ, რაც პატარა, დამოუკიდებელმა ლიტვურმა ანიმაციურმა ფილმმა შავ კატაზე ოსკარი მოიპოვა საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში — და დისნეიმ და პიქსარმა ახალი პროექტი დააანონსეს, სადაც მთავარ როლში შავი კატა გვხვდება.

ფილმის სახელია Gatto და მას რეჟისორი ენრიკო კასაროზა ქმნის, რომელიც ცნობილია ფილმებით Luca და La Luna. მოქმედება იტალიაში, ვენეციაში ვითარდება და მოგვითხრობს შავ კატაზე სახელად ნერო. დისნეის ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, "კატების მაფიის ბოსის ვალის გამო, ნეროს მოუწევს სრულიად მოულოდნელი მეგობრობის გაბმა — რამაც, შესაძლოა, საბოლოოდ მის ცხოვრებას აზრს შესძინოს…"

პირველი ვიზუალი ფილმიდან

ფოტო: Pixar

ქალაქ ანესის ანიმაციის ფესტივალზე პიქსარის პრეზენტაციის დროს ფილმზე სხვა დეტალებიც გახდა ცნობილი:

ნეროს წყალი არ უყვარს, თუმცა მუსიკა მოსწონს. ის ქუჩის მხატვარ მაიას უმეგობრდება.
ფილმი უფრო სტილიზებულია, ვიდრე პიქსარის წინა ნამუშევრები — მას მხატვრული, ხელით დახატული ტექსტურებისა წყალობით "ნახატის" ვიზუალი აქვს. ანიმაციის პროდიუსერია ანდრეა უორენი, რომელიც ასევე იყო Luca-ს პროდიუსერი.

Gatto-ს პრემიერა 2027 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. მანამდე პიქსარი სამ ახალ ანიმაციურ ფილმს გამოუშვებს. ესენია: Elio (2025), Hoppers (2026), Toy Story 5 (2026).

წყარო: Cartoon Brew