1750507980
საფრანგეთში რეკორდულ სიღრმეზე XVI საუკუნის ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

საფრანგეთის სანაპიროსთან XVI საუკუნის ჩაძირული გემი აღმოაჩინეს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
გემი 2567 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, რაც მას ხმელთაშუა ზღვასა და ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ყველაზე ღრმა აღმოჩენად აქცევს.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გემი იტალიიდან მიცურავდა და კერამიკის ტვირთს გადაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ნამსხვრევებთან ახლოს თანამედროვე ნაგავი იპოვეს - გაზიანი სასმლის ქილა და ცარიელი იოგურტის ჭიქა - თავად გემი პრაქტიკულად ხელუხლებელი იყო.
აღმოჩენა წყალქვეშა დრონის მიერ ზღვის ფსკერის რუტინული კვლევის დროს გაკეთდა. თავდაპირველად, სონარმა დიდი ობიექტი დააფიქსირა, შემდეგ კი რობოტმა დეტალური სურათები გადაიღო.
1750504200
ლატვიამ რუსებს უძრავი ქონების შესყიდვა საბოლოოდ აუკრძალალატვიის სეიმმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის, ასევე, ამ სახელმწიფოებში რეგისტრირებული კომპანიებისთვის ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას კრძალავს - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი LSM ავრცელებს.დოკუმენტს 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 კი წინააღმდეგი იყო.შეზღუდვა, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე ვრცელდება, რომლებშიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები საწესდებო კაპიტალის წილების, მინიმუმ, 25%-ს ფლობენ და რომლებშიც ისინი ბენეფიციარები არიან.კანონში რიგი გამონაკლისი არის დაშვებული. კერძოდ, რუსები და ბელარუსები უძრავი ქონების მფლობელები იმ შემთხვევაში ხდებიან, თუ ის ნათესავებისგან მემკვიდრეობით მიიღეს ან სასამართლომ მათ საკუთრებად ცნო. ამასთან, შეღავათი რუსეთისა და ბელარუსის იმ მოქალაქეებზე მოქმედებს, რომლებსაც ლატვიაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი აქვთ. მათ მხოლოდ ერთი საცხოვრისის შეძენის უფლება აქვთ.ახალი კანონის ავტორები არგუმენტად ლატვიის ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ასახელებენ, რადგან ბელარუსებისა და რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენა შესაძლოა, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული. ამასთან, მოსკოვი თავისი მოქალაქეების საზღვარგარეთ ყოფნას შეჭრის საბაბად იყენებს, სამხედრო ქმედებებს კი მათი დაცვის აუცილებლობით ამართლებს.ახალი კანონი მის მიღებამდე დადებულ გარიგებებზე არ ვრცელდება.მანამდე ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებს აეკრძალა, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან ახლოს უძრავ ქონებას ფლობენ. სუს-ის ცნობით, ბოლო წლებში რესპუბლიკაში უძრავი ქონების მფლობელი რუსების შემოწმების შედეგად სპეციალურმა სამსახურმა ეროვნული უსაფრთხოების რისკები გამოავლინა. შედეგად რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე იმ უცხოელების სიას დაემატა, ვისაც ლატვიაში შესვლა აკრძალული აქვს. სუს-ი არ აკონკრეტებს, თუ რამდენ რუსს შეეხო აკრძალვა.ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი, რიჰარდ კოზლოვსკისი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემა შეწყვიტოს, რადგან მათი ვიზიტები შესაძლოა, ბლოკის შიდა უსაფრთხოებას ემუქრებოდეს. თავად ლატვიამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსებზე შენგენის ვიზების გაცემა შეწყვიტა და რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა უკიდურესი აუცილებლობის გარეშე აუკრძალა. ანალოგიური ზომები ლიეტუვამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა და ფინეთმაც მიიღო.ლატვიის ხელისუფლებამ, ასევე, დაავალდებულა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები, რესპუბლიკაში შენგენის ქვეყნებიდან შესვლის შესახებ შეატყობინონ და მოგზაურობის მიზნის, მოსალოდნელი ხანგრძლივობისა და ყოფნის ადგილის შესახებ ინფორმაცია შესვლამდე 48 საათით ადრე მიაწოდონ. ამასთან, ლატვიაში შესვლის მსურველებმა უნდა მიუთითონ დასაქმების სფერო, არჩევითი თანამდებობის მქონე ნათესავები, სამხედრო სამსახურის ან სახელმწიფო საქმიანობის შესახებ მონაცემები. ამ მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმამ შესაძლოა, 2 ათას ევრომდე მიაღწიოს.ამასთან, ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა ყოველწლიურ ანგარიშში მოქალაქეებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა, თუ როგორ უნდა ამოიცნონ ჯაშუშები, რომლებსაც ტურისტებად ან ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებად შეუძლიათ შენიღბვა. კერძოდ, საეჭვო პირების ნიშნები შესაძლოა, მოიცავდეს მოუწესრიგებელ გარეგნობას, შეუფერებელ სამხედრო ან სპორტულ ტანსაცმელსა და სამხედრო სტილის მოკლე ვარცხნილობას. სპეციალურმა სამსახურმა, ასევე, მოქალაქეები გააფრთხილა, რომ რუსმა დივერსანტებმა შესაძლოა, ქვეყანაში მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ არეულობის წაქეზება სცადონ, ხოლო საეჭვო პირების აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებმა რაიმე დამოუკიდებელ ქმედებას კი არ უნდა მიმართონ, არამედ პოლიციას ან სამხედროებს დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ და ჯაშუშების შესახებ შეატყობინონ.ცნობისთვის: გაზაფხულზე ანალოგიური კანონი ფინეთის პარლამენტმაც მიიღო. ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენა რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის არის დაშვებული, რომლებიც ბინადრობის მუდმივ ნებართვას ფლობენ.2023 წლიდან მსგავსი წესები ლიეტუვაშიც მოქმედებს. თუმცა, ფინეთისა და ლატვიისგან განსხვავებით, შეზღუდვა მუდმივი კანონი კი არა, დროებითი სანქციაა, ამიტომ აკრძალვა ბინადრობის როგორც მუდმივ, ასევე, დროებითი ნებართვის მფლობელზეც არ ვრცელდება.bpn.ge
1750497180
დისნეი ხელნახატ ანიმაციას აბრუნებს — გაიცანით "გატო"სამი თვეც არ არის გასული მას შემდეგ, რაც პატარა, დამოუკიდებელმა ლიტვურმა ანიმაციურმა ფილმმა შავ კატაზე ოსკარი მოიპოვა საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში — და დისნეიმ და პიქსარმა ახალი პროექტი დააანონსეს, სადაც მთავარ როლში შავი კატა გვხვდება.ფილმის სახელია Gatto და მას რეჟისორი ენრიკო კასაროზა ქმნის, რომელიც ცნობილია ფილმებით Luca და La Luna. მოქმედება იტალიაში, ვენეციაში ვითარდება და მოგვითხრობს შავ კატაზე სახელად ნერო. დისნეის ოფიციალური სინოფსისის მიხედვით, "კატების მაფიის ბოსის ვალის გამო, ნეროს მოუწევს სრულიად მოულოდნელი მეგობრობის გაბმა — რამაც, შესაძლოა, საბოლოოდ მის ცხოვრებას აზრს შესძინოს…"პირველი ვიზუალი ფილმიდანფოტო: Pixarქალაქ ანესის ანიმაციის ფესტივალზე პიქსარის პრეზენტაციის დროს ფილმზე სხვა დეტალებიც გახდა ცნობილი:ნეროს წყალი არ უყვარს, თუმცა მუსიკა მოსწონს. ის ქუჩის მხატვარ მაიას უმეგობრდება.ფილმი უფრო სტილიზებულია, ვიდრე პიქსარის წინა ნამუშევრები — მას მხატვრული, ხელით დახატული ტექსტურებისა წყალობით "ნახატის" ვიზუალი აქვს. ანიმაციის პროდიუსერია ანდრეა უორენი, რომელიც ასევე იყო Luca-ს პროდიუსერი.Gatto-ს პრემიერა 2027 წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი. მანამდე პიქსარი სამ ახალ ანიმაციურ ფილმს გამოუშვებს. ესენია: Elio (2025), Hoppers (2026), Toy Story 5 (2026).წყარო: Cartoon Brew
1750495500
გერმანული სტარტაპი - ევროპაში პრივატული კუპეების მქონე ღამის მატარებლების ქსელი ჩაეშვებაგერმანულმა სტარტაპ Nox-მა ღამის მატარებლების ახალი ქსელის გაშვება დააანონსა, რომელზეც მგზავრებს ერთ ან ორადგილიან კერძო საძილე კუპეებს შესთავაზებენ.ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს.ამასთან, კომპანია პირობას დებს, რომ ასეთ მატარებლებზე ბილეთები ავიარეისების ღირებულებაზე ძვირი არ ეღირება.პირველი რეისები 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.მატარებლებს სამი კატეგორიის კუპე ექნება: ერთადგილიანი ზედა საწოლით, სავარძლითა და მაგიდით ორადგილიანი ზედა საწოლით, ორი სავარძლითა და მაგიდით ორადგილიანი ზედა და ქვედა საწოლით, რომელთაგან ქვედა სავარძლად გარდაიქმნება სამივე კატეგორიის კუპეს ორმეტრიანი საწოლი და საკმარისი ადგილი ექნება, რომ მგზავრი წამოდგეს და ბარგი შეინახოს. ასევე, ზოგიერთ კუპეს ფანჯრები პანორამული ხედებით ექნება.კუპეების დიზაინი Nox-ს საშუალებას მისცემს, თავის მატარებლებში, ტრადიციულ ოპერატორებთან შედარებით, უფრო მეტი მგზავრი განათავსოს.„დღეს ადამიანებს თავიანთი კუპეების უცნობებთან გაზიარება უწევთ, რომელშიც საწოლები ვიწროა, ხოლო ბილეთი ხშირად საჰაერო მგზავრობაზე უფრო ძვირი ღირს. ჩვენ ამის შეცვლა გვსურს, რომ ღამის მატარებლები ევროპული მოგზაურობის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ,“ - აცხადებს Nox-ის თანადამფუძნებელი, ტიბო კონსტანტი.თავად კონსტანტის მოგზაურობებს სოციალურ ქსელებში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი გამომწერი ადევნებს თვალყურს. მან მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი ღამის მატარებლით იმგზავრა და ამბობს, რომ ამ გამოცდილებამ ახალი საძილე ვაგონების დიზაინზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.ტარიფები 35-ზე მეტ ევროპულ მარშრუტზე იქება ხელმისაწვდომი, ხოლო 2035 წლისთვის Nox-ს ღამის სარკინიგზო ქსელის გაბმა მთლიანობაში 100 ევროპულ ქალაქს შორის სურს. მათ შორის არის პარიზი, ბარსელონა, ამსტერდამი, კოპენჰაგენი, ვარშავა, ბუდაპეშტი და რომი. კომპანიის მიზანია, ქსელი მოკლემაგისტრალიანი რეისების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად იქცეს, ხოლო ბილეთის ფასი ავიაბილეთების ღირებულებას არ სცდებოდეს.დაინტერესებულ მოგზაურებს დაგეგმილი განრიგისა და ფასების ნახვა Nox-ის ვებგვერდზე უკვე შეუძლიათ. კერძოდ, ერთადგილიან კუპეზე ფასები 79 ევროდან, ხოლო ორადგილიანზე 149 ევროდან იწყება. ბორტზე საკვებითა და სასმელით მომსახურება იქნება ორგანიზებული, ასევე, ველოსიპედებისა და შშმ პირების ეტლებისთვის ადგილი გამოიყოფა.მოგზაურებს უკვე შეუძლიათ, უფასო კლუბ Early Bird-ს შეუერთდნენ, რომ მოვლენებზე ინფორმირებული იყვნენ და ფასდაკლებებსა თუ ადრეულ დაჯავშნებზე წვდომა მიიღონ.
1750490220
რომელია და როგორ გამოიყურება პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ოთხი ვილა (+ფოტო)მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სახლები ძირითადად მილიარდერებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლები და სათამაშო მოედნებია.ზოგიერთი მათგანი ისეთი გაოცარი და გრანდიოზულია, რომ მხოლოდ დათვალიერებაც კი გაგაოცებთ.წარმოგიდგენთ პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებულ სასახლეებს:სანაპირო სასახლე, კანადა: 42.5 მილიონი აშშ დოლარიდასავლეთ ვანკუვერის განსაცვიფრებელ სანაპიროზე მდებარე ეს სასახლე კანადაში გასაყიდად გამოტანილი ყველაზე ძვირად ღირებული სახლია. ის 42.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა და მოიცავს თითქმის 929 კვ.მ საცხოვრებელ სივრცეს.ადგილობრივი არქიტექტორის, რასელ ჰოლინგსვორთის მიერ დაპროექტებული სახლი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქუჩაზე მდებარეობს.სასახლე გთავაზობთ 180 გრადუსიან ზღვის ხედებს ვესტ ბეის წყლებზე.აქ არის კლდეში ჩაფლული მრავალდონიანი აუზი და ჯაკუზი კლდის პირას. აქვს სასადილო ტერასა სუფთა ჰაერზე ვახშმისთვის.შენობის სამხრეთ მხარეს იატაკიდან ჭერამდე მინის კედლებია.სახლს აქვს ორი სართული, 5 საძინებელი, 7 სველი წერტილი და ერთი სტუმრის საძინებელი.ვილა ვერსალი, შვეიცარია: 66 მილიონი აშშ დოლარიეს სახლი შვეიცარიის კანტონ ტიჩინოში მდებარეობს, რომელიც ცნობილია როგორც “ვილა ვერსალები“. ეს არის „ყველაზე ექსკლუზიური“ რაიონი.1,516 კვ.მ ფართობის ქონებას აქვს ექვსი საძინებელი და 11 სველი წერტილი, ასევე განსაცვიფრებელი მოვლილი ბაღები და ტერასები.ბერძნული აღორძინების სტილის შენობას აქვს კლასიკური ექსტერიერი თეთრი სვეტების ორსართულიანი იარუსით, დიდი ფანჯრებით და როტონდითაც კი, რომელიც უკანა ბაღსა და ტბას გადაჰყურებს.შიგნით, მამული უფრო ფრანგულ შატოს მოგვაგონებს. ვილა ადრე 66 მილიონი აშშ დოლარად იყო გამოტანილი.შატო მერლინგი, ჟენევა, შვეიცარია: 67 მილიონი აშშ დოლარიშვეიცარია ცნობილია ძვირადღირებული უძრავი ქონებით. შატო დე მერლინგი, რომელიც 2025 წლის მაისის მდგომარეობით JamesEdition-ზე 67 მილიონი აშშ დოლარად იყო გამოტანილი, განსაკუთრებით გრანდიოზული სასახლეა.ის მდებარეობს ჟენევის ტბის სანაპიროზე. ისტორიული მამული ოდესღაც იტალიელი დედოფლის სახლი იყო.მე-16 საუკუნეში ის დევნილთა თავშესაფრად გამოიყენებოდა. შატო დე მერლინგის დღევანდელი იერსახე 1625 წელს დაარსდა და საუკუნეების განმავლობაში თავადაზნაურობისა და სამეფო ოჯახის თავშესაფარს წარმოადგენდა.მიუხედავად იმისა, რომ მამული თანამედროვე ცხოვრებისთვის განახლდა, მისი ინტერიერი კვლავ გამორჩეული და ისტორიულია.მთავარ სახლს აქვს 8 საძინებელი და 8 სველი წერტილი. სასადილო ოთახთან ერთად, სხვა სივრცეებს შორისაა ბიბლიოთეკა და სათამაშო ოთახი.ვაისენჰაუსი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი, გერმანია: 157 მილიონი აშშ დოლარიგერმანიის ჩრდილოეთით, შლეზვიგ-ჰოლშტაინში, მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი კომპლექსი. სპილოსძვლისფერი თეთრი სახლის გამო, ვაისენჰაუსის სახელით ცნობილი ეს მამული ნამდვილი მარგალიტია. ის უფრო გაშლილ კერძო სოფელს ჰგავს, ვიდრე ცალკე მდგომ სახლს.ეს უზარმაზარი მიწის ნაკვეთი 2025 წლის აპრილში Sylt Sotheby's International Realty-მა გასაყიდად 157 მილიონი აშშ დოლარად გამოიტანა.ვაისენჰაუსს მდიდარი ისტორია აქვს. მთავარი სასახლე 1607 წლით თარიღდება, როდესაც ადგილობრივმა ოჯახმა შეუკვეთა მშენებლებს.მამული საუკუნეების განმავლობაში ფართოვდებოდა, თუმცა 1895 წელს ხანძარმა ის გაანადგურა.ფერფლიდან აღმდგარი სახლი 1952 წელს გადააკეთეს, ხოლო მამულში არსებული 40 შენობის სრული რესტავრაცია 2014 წელს დასრულდა.ახლა ეს არაჩვეულებრივი მამული გთავაზობთ 70 ლუქსს, ვილას და რეზიდენციას. ქონების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მახასიათებელია 2,508 კვ.მ-ის ფართობის სპა კომპლექსი. ობიექტი ასევე მოიცავს დახურულ და ღია საცურაო აუზებს, ასევე საუნებს და ულტრათანამედროვე სამკურნალო ოთახებს.მამულს ასევე აქვს საკუთარი 3.2 კმ-ის სიგრძის ქვიშიანი პლაჟი.წყარო: loveproperty.com
1750490100
ვიეტნამი ექსპატებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანაა – კვლევავიეტნამი ექსპატებისთვის საცხოვრებლად ყველაზე იაფ ქვეყნად დასახელდა – ეს შედეგი ბრიტანული კომპანია William Russell-ის კვლევამ აჩვენა.რეიტინგის შედგენისას გაანალიზდა უცხოელი მუშაკების ხარჯები ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე, საკვებზე, ქირასა და კომუნალურ გადასახადებზე.ვიეტნამში ცხოვრების საერთო ღირებულება 59%-ით დაბალია, ვიდრე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში. ერთ საძინებლიანი ბინის ქირა თვეში მხოლოდ 361 დოლარი ღირს, ხოლო სამ საძინებლიანი ბინის საშუალო ფასი 801 დოლარია.ვრცლად buyingbusinesstravel–ზე