1763719438
საქართველოს ბანკის მობილბანკში თეგეტა მოტორსის შეთავაზებები დაემატა
საქართველოს ბანკი, მომხმარებლების ინტერესებზე ზრუნვას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა, თეგეტა მოტორსთან თანამშრომლობით, მობილბანკში, მანქანის სივრცეში, ახალი შეთავაზებები დაამატა.
შეთავაზებები თეგეტა მოტორისის სხვადასხვა სერვისზე ფასდაკლებასა და სპეციალურ პირობებს მოიცავს. ესენია:
• 20%-იანი ფასდაკლება აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე, დანახარჯების მიუხედავად;
• 15%-იანი ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე;
• 15%-იანი ქეშბექი ზეთების და ფილტრების სრულ ასორტიმენტზე.;
• სავალი ნაწილების დათვალიერება და კონსულტაცია - გადასახადის გარეშე;
• 50%-იანი ფასდაკლება ელექტრონული სისტემის დიაგნოსტიკაზე;
შეთავაზება მოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით.
საქართველოს ბანკის მობილბანკში მანქანის სივრცე მომხმარებელს ავტომობილთან დაკავშირებული საკითხების მართვაში დახმარებას უწევს. ამ სივრციდან შესაძლებელია მარტივად პარკირების საშვების შეძენა, საპატრულო ვიდეოჯარიმების გადახდა, შეტყობინებების და ავტომობილის შესახებ საჭირო ინფორმაციის ნახვა.
მობილბანკში მანქანის სივრცის შესაქმნელად საჭიროა გადახვიდე ჰაბის გვერდზე, დააჭირო “მანქანას”, შემდეგ - “მანქანის დამატებას”, სადაც შეიყვან ავტომობილის მფლობელის პირად ნომერს, მანქანისა და ტექ. პასპორტის ნომრებს, დაეთანხმები წესებსა და პირობებს და დამატების ღილაკზე დაჭერით დაასრულებ პროცესს.
თუ ჯერ არ იყენებ საქართველოს ბანკის მობილბანკს, გადმოწერე მარტივად და ისარგებლე მრავალფეროვანი შეთავაზებებით.



