1762757931
საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანია გრძელდება - მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი
თუ საზღვარგარეთ ცხოვრობთ და საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხართ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ რუტინული ფინანსური ოპერაცია შეგიძლიათ ნამდვილ გათამაშებად აქციოთ და ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე ფულადი პრიზები მოიგოთ.
საკუთარ თავთან გზავნილის კამპანია ემიგრანტებს შესაძლებლობას აძლევს ყოველ დღე 1,000 ლარი, ხოლო 20 დეკემბერს სუპერ პრიზი - 10,000₾ მოიგონ.
კამპანიაში მონაწილეობა მარტივია - აუცილებელია იყოთ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გაუგზავნოთ გზავნილი საკუთარ თავს და გაანაღდოთ თანხა საქართველოს ბანკის ინტერნეტ ან მობილბანკში.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა 14 გამარჯვებული სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, ნიდერლანდები) რომლებმაც 1,000₾-იანი პრიზები მიიღეს.
აქცია 20 ოქტომბერს დაიწყო და 20 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა?
- 20 დეკემბრის ჩათვლით, გაუგზავნეთ ფულადი გზავნილი საკუთარ თავს;
- გაანაღდეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში ან ინტერნეტბანკში;
- ამით გათამაშებაში ავტომატურად ერთვებით.
ინფორმაციისთვის, კამპანიაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ SOLO და Wealth Management (WM) მომხმარებლები.
როგორ გროვდება ბილეთები?
ყოველი მიღებული 150 ლარი (ან 150 ლარის ეკვივალენტი სხვა ვალუტაში) გათამაშების ერთი ბილეთს ნიშნავს. ბილეთები ავტომატურად გროვდება. მაგალითად, თუ გზავნილით 600 ლარს მიიღებთ და გაანაღდებთ, გათამაშების 4 ბილეთს დააგროვებთ.
რა იქნება ფულადი საჩუქრები?
- გათამაშების პერიოდში ყოველდღე შემთხვევითობის პრინციპით გათამაშდება 1,000 ლარი. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყოველდღიური 1,000 ლარის მოგების შანსი გეძლევათ მხოლოდ იმ დღეს, როცა გზავნილს გაანაღდებთ. მაგალითად, ორშაბათს განაღდებული თანხა და მიღებული ბილეთი მხოლოდ ორშაბათის გათამაშებაში მონაწილეობს.
- 20 დეკემბერს კი ფინალური პრიზი - 10,000 ლარი გათამაშდება. ამ ეტაპზე თქვენს მიერ დაგროვებული ყველა ბილეთი გააქტიურდება, რაც მოგების შანსს მაქსიმალურად ზრდის;
- კამპანიის ფარგლებში შეგიძლიათ ერთხელ მოიგოთ ყოველდღიური პრიზი - 1,000 ლარი და ერთხელ სუპერპრიზი - 10,000 ლარი.
რატომ უნდა გაანაღდოთ გზავნილი მობილბანკით?
მობილბანკით გზავნილის განაღდება ყოველთვის უფრო კომფორტული და მარტივია. გარდა იმისა, რომ ყველაფერს სულ რამდენიმე წუთში სახლიდან გაუსვლელად მოაგვარებთ, დამატებითი შესაძლებლობებითაც ისარგებლებთ:
- თუ თქვენი გზავნილი 30,000-ე იქნება შეგიძლიათ გაიორმაგოთ თანხა ;
- მობილბანკით გზავნილის მიღებისას კონვერტაციის ჩვეულებრივზე უკეთესი კურსით სარგებლობთ.
გაეცანით 5-ივე ხრიკს ფულად გზავნილებზე: როგორ დაზოგოთ, დაიბრუნოთ და მოიგოთ თანხა.
ასე რომ, საქართველოს ბანკში ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები მარტივი, უსაფრთხო და მომგებიანია. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, 20 დეკემბრამდე გაუგზავნეთ საკუთარ თავს გზავნილი, გაანაღდეთ თანხა მობილბანკით და მოიგეთ ფულადი პრიზები.
გზავნილის კამპანიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას ამ ბმულზე იპოვით.



