სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება

ბიზნესი 1776318049
 აზარტულ

სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება.

ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება.

კანონპროექტით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა - 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება. აპარატების სალონის მოწყობის, ნებართვის მფლობელებისთვის 1 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი, ხოლო აზარტული კლუბის მოწყობის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელებისთვის 2 000 ლარის ნაცვლად, ასევე 10 000 ლარი. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ არსებული ჯარიმის ოდენობაც 7 000 ლარიდან 20 000 ლარამდე გაიზრდება.

კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა.