1732011639
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ტრენინგი ჩატარდა
თიბისი ბიზნესი აგრძელებს ბიზნესების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელშეწყობას. ამჯერად, ბიზნესებისთვის, საგადასახადო საკითხების შესახებ, დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგი გაიმართა.
კურსის ფარგლებში, ტრენერმა საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპების შესახებ ისაუბრა და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითები განიხილა.
ტრენინგზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- საგადასახადო კანონმდებლობაში ბოლო 1 წლის განმავლობაში შესული ცვლილებები;
- სხვადასხვა პრაქტიკული მნიშვნელობის სიახლეები და საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებით საკითხები;
- საქართველოში მოქმედი გადასახადების დაბეგვრის ძირითადი პრინციპები.
დავით პაპიაშვილის ონლაინ ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობა ბიზნესების წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში კიდევ ექნებათ.
1732085516
გლობალური ყავის ექსპორტი თითქმის 12%-ით გაიზარდაგლობალური ყავის ექსპორტი 2023/24 მარკეტინგულ სეზონზე, რომელიც წინა წლის ოქტომბრიდან წლევანდელი სექტემბრის პერიოდს მოიცავს, 11,7%-ით გაიზარდა და 137,27 მლნ ტომარა შეადგინა. ერთი ტომრის წონა 60 კგ-ია.ამის შესახებ ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICO-ს) ანგარიშში წერია.ამასთან, მწვანე, ანუ მოუხალავი ყავის გადაზიდვები 11,8%-ით, 123,75 მლნ ტომრამდე გაიზარდა.მაკრორეგიონებს შორის ყავის უმსხვილესი ექსპორტიორის პოზიციას სამხრეთ ამერიკა ინარჩუნებს, რომელმაც 2023/24 წლიურ სეზონზე მიწოდება 30,7%-ით, 66,13 მლნ ტომრამდე გაზარდა.კერძოდ, ყავის რეკორდული გადაზიდვის მაჩვენებელი ბრაზილიაში დაფიქსირდა, რამაც 49,03 მლნ ტომარა შეადგინა.თუმცა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ყავის გაყიდვები დასრულებულ სეზონზე 6,7%-ით, 40,62 მლნ ტომრამდე შემცირდა, მაშინ, როცა აფრიკის მიწოდება, პირიქით, 17,3%-ით, 16,02 მლნ ტომრამდე გაიზარდა.
1732084138
20 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 20 ნოემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +12, +17°; მაღალ მთაში ღამით -6, -1°, დღისით +6, +11°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +9, +14°; მაღალ მთაში ღამით -6, -1°, დღისით +5, +10°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ - აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +6°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +7°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +6°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +7°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +12°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 9-14 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +10°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +1°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11°.ოზურგეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +10°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +6°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +3°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +3°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +2°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -2°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +3°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +2°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +1°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +2°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -2°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -3°.თიანეთი -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +3°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით -1°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +1°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით -1°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +6°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +7.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +6°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +7°.
1732084018
თბილისის რომელ ქუჩებს შეუწყდებათ დღეს ელექტროენერგია?თბილისში, დღეს - 20 ნოემბერს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვა გავრცელდება.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V, VII მიკრორაიონების, ქერჩი, მწვანე, გრაფ შულენბურგის და ხევისპირის ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მოსახლეობას.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურის, გორგასალის და დიმიტრი გულიას ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის, ფალიაშვილის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ნუცუბიძის, გამრეკელის, ზურაბ მუზაშვილის, ძოწენიძის, დადიანის, გურიელის, ირაკლი გამრეკელის, ჩხიკვაძის, პიკასოს, კაპანელის, ჟღენტის, ელგუჯა ამაშუკელის, დათუაშვილის, შატილის, აბულაძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1732010355
Goldman Sachs-ი პროგნოზით, ოქროს ფასი 2025 წლის დეკემბრამდე რეკორდულ $3,000 დოლარს მიაღწევსGoldman Sachs-ი პროგნოზირებს, რომ ოქროს ფასი 2025 წლის დეკემბრამდე რეკორდულ $3,000 დოლარს მიაღწევს უნციაზე, რაც ცენტრალური ბანკების შესყიდვებსა და აშშის საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს ცენტრალური ბანკების სტრუქტურულ მოთხოვნაზე და ციკლურ მხარდაჭერაზე, რაც FED-ის პოლიტიკის შერბილებით არის განპირობებული.„ოქროს ფასი წელს გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, თუმცა ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დოლარის გაძლიერებით შემცირდა. ოფიციალური სექტორის შესყიდვები და ფისკალური პრობლემები შეიძლება ფასების ზრდის დამატებითი მიზეზი გახდეს, რადგან ცენტრალურმა ბანკებმა, შესაძლოა, თავიანთი რეზერვები აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებისგან დივერსიფიკაციის მიზნით გაზარდონ“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.
1732009915
საქართველოს აეროპორტებიდან სამგზავრო რეისები 16%-ით გაიზარდამიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.46 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 20.6%-იან ზრდას აჩვენებს.საქსტატის მონაცემებით, აეროპორტებმა ჯამში მიიღო 1.21 მილიონი მგზავრი (21.2%-ით მეტი), ხოლო გაემგზავრა 1.24 მილიონი მგზავრი (20.1%-ით მეტი).„მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.7% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 9.4 ათასი შეადგინა, რაც 15.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.რაც შეეხება ტვირთებს, საჰაერო ტრანსპორტით საანგარიშო პერიოდში გადატანილია 69.6 ათასი ტონა ტვირთი. აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურად გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (2.5-ჯერ), ისე ტვირთბრუნვის (3-ჯერ) მოცულობა.„საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 6.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 12% - გაგზავნილი.2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 89.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.