„ცისკარი გარდენში“ Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება - ღონისძიების სპონსორია SOLO X

ბიზნესი 1695121052
კონცერტი

მუსიკალური და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით, SOLO X-ის სპონსორობით და Stockton-ის ორგანიზებით 22 სექტემბერს, კუს ტბაზე, „ცისკარი გარდენში“ ქართული ბენდის Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება.

ღონისძიებაზე, Bedford Falls-ის მუსიკასთან ერთად, მსმენელს შესაძლებლობა ექნება მოუსმინოს DRO-ს.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები ხელმისაწვდომია ონლაინ, ვებგვერდზე TKT.GE

SOLO მომხმარებლებისთვის, ნებისმიერი ტიპის SOLO ბარათზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.

Bedford Falls-ი ინდი-როკ/არტ-როკ ჯგუფია, რომელიც 2014 წლიდან ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. მათ მიერ შექმნილი მუსიკა კი მსმენელს ახალ გამოცდილებას სთავაზობს. ბენდმა უკვე გამოუშვა ორი ალბომი „This is Your House” და „miende.”