ვაკის საცურაო აუზი გაიყიდა - ვინ არის ახალი მფლობელი

ბიზნესი 1758016011
ვაკის საცურაო აუზი

ვაკის საცურაო აუზი, რომელიც ფიტნესცენტრსაც მოიცავს ფა ჭავჭავაძის გამზირზე 49-ში მდებარეობს, გაიყიდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აუზი კომპანია "ავტოგრაფს" ეკუთვნის, რომლის მფლობელიც შეიცვალა.

აქამდე აუზის მფლობელი ბიზნესმენი იონა ქობულია იყო, ამჯერად კი ობიექტის მფლობელი ტაჯიკი ბიზნესმენი მირზო ჯამშედი გახდა.

მირზო ჯამშედი ტაჯიკეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.

რაც შეეხება ვაკის საცურაო აუზის წინა მესაკუთრეს, იონა ქობულიას, ის ფარმაცევტულ სექტორში არის ჩართული და სააფთიაქო ქსელ "ფარმსახლში" 90%-იან წილს ფლობს. ამასთან, ქობულია ფლობს შპს დოიჩე პროდუქტეს; შპს ვესტ გრუპს და ა.შ.