საპნის ექსპორტი გაორმაგდა - სად ვყიდით ქართულ საპონს?

საპონი

საქართველოდან საპნის ექსპორტი გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 2,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 625 ტონა საპონი გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1,1 მლნ აშშ დოლარის 290 ტონა საპნის ექსპორტი განხორციელდა.

მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები შემდეგნაირია:

  • 2025 წლის იანვარ-ივლისი - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 175 ტონა
  • 2024 წლის იანვარ-ივლისი - 621 800 აშშ დოლარი - 83 ტონა

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, თუ მხოლოდ ადგილობრივი ექსპორტის მონაცემებს ვნახავთ, საქართველოში წარმოებული საპნის მთავარი საექსპორტო ბაზარი აშშ-ია, მეორე ადგილას კი ლიეტუვაა. რაც შეეხება top-10 საექსპორტო ბაზარს, მათი ჩამონათვალი 2025 წლის შვიდი თვის მონაცემებით, შემდეგნაირია:

  • აშშ - 490 200 აშშ დოლარი - 7 ტონა
  • ლიეტუვა - 268 700 აშშ დოლარი - 6 ტონა
  • სომხეთი - 165 900 აშშ დოლარი - 89 ტონა
  • თურქეთი - 141 500 აშშ დოლარი - 52 ტონა
  • აზერბაიჯანი - 34 600 აშშ დოლარი - 9 ტონა

რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანაში საპნის შემოტანის მაჩვენებლებიც გაზრდილია, თუმცა მცირედით. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 20,9 მლნ აშშ დოლარის 9 372 ტონა საპონი შემოვიტანეთ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 19 მლნ აშშ დოლარის 8 491 ტონა.

საქართველოში საპონი ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთიდან შემოგვაქვს.

Top-5 საპნის საიმპორტო ბაზარი კი შემდეგია:

  • თურქეთი - 7,9 მლნ აშშ დოლარი - 6306 ტონა
  • საფრანგეთი - 2,5 მლნ აშშ დოლარი - 206 ტონა
  • რუსეთი - 1,2 მლნ აშშ დოლარი - 526 ტონა
  • ჩეხეთი - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 288 ტონა
  • აშშ - 1,1 მლნ აშშ დოლარი - 144 ტონა