164 მლნ დოლარის ხელფასი წელიწადში - ვინ არიან ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO აშშ-ში

რიკ სმიტი

Associated Press-მა ჩაატარა კვლევა, S&P 500 კომპანიების 344 აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების მონაცემები გამოითვალა.

საქმე ეხებათ ისეთ დირექტორებს, რომლებმაც თავიანთ კომპანიებში მინიმუმ ორი სრული ფისკალური წელი იმსახურეს და რომლებმაც 1 იანვრიდან 30 აპრილამდე დეკლარაცია შეავსეს.

ტოპ-5 აღმასრულებელი დირექტორი აშშ-ში, რომლებმაც 2024 წელს ყველაზე მეტი გამოიმუშავეს:

  • რიკ სმიტი (Axon Enterprises) – 164.5 მლნ აშშ დოლარი;
  • ლორენს კალპი (GE Aerospace) – 87.4 მლნ აშშ დოლარი;
  • ტიმ კუკი (Apple) – 74.6 მლნ აშშ დოლარი;
  • დავიდ გიტლინი (Carrier Global) – 65.6 მლნ აშშ დოლარი;
  • ტედ სარანდოსი (Netflix) – 61.9 მლნ აშშ დოლარი.

ასევე, აღმასრულებელი დირექტორების საშუალო წლიური ანაზღაურება 9.7%-ით გაიზარდა და 17.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, გამოკითხვაში მონაწილე კომპანიების საშუალო თანამშრომელი 85 419 აშშ დოლარს გამოიმუშავებს, რაც წინა წელთან შედარებით 1.7%-იანი მატებაა.