ვის ეკუთვნით კომპანიები, რომლებსაც ქართული სანელებლები ექსპორტზე გააქვთ

ბიზნესი 1720605227
სანელებლები

ჩინეთი ქართული სანელებლების მთავარი ექსპორტიორია. 2024 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა და 15.777 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აზიის ამ ქვეყანაში მხოლოდ 2.379 მლნ დოლარის გავიდა.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, ჯამში 2024 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან 20.064 მლნ დოლარის ღირებულების სანელებლების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 185.8%-ით აღემატება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ საქსტატიდან გამოთხოვილ ინფორმაციას საქართველოში სანლებლების ექსპორტიორი კომპანიების შესახებ:

  • შპს აგროგრუპი - დირექტორი თეიმურაზ გოგოხია, რომელიც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია.
  • შპს გეოპრიპრავა - დირექტორი ისაკი წულეისკირი - 100%-იანი წილის მფლობელი,
  • შპს გოლდ დაფნა - დირექტორი - იბრაჰიმ ოზჯანი (50%-იანი წილის მფლობელი), ხოლო კომპანიის წილის მეორე 50%-ის მფლობელი გიორგი ჩაჩიბაიაა.
  • შპს ლაურუს ნობილის ჯორჯია - დირექტორი - სამეტი ტუნჩ (თურქეთის მოქალაქე) – 10%-იანი წილის მფლობელი, დირექტორი ალი ენვერ ოზსოი (თურქეთის მოქალაქე) – 90%-იანი წილის მფლობელი.
  • შპს ჯორჯია გლობალ სფაის - დირექტორი ებუბექირ ჰაქანი - 50%-იანი წლის მფლობელი, უღურ ქოიუთურქ, - 50%-იანი წილის მფლობელი. ორივე მათგანი თურქეთის მოქალაქეა.