1736685900
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7511 ლარი გახდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7511 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7399 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.9783 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9670 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0839 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 10 ივლისს შევა ძალაში.
1736775814
10 უმსხვილესი ეკონომიკა მსოფლიოში - როგორია საქართველოს მაჩვენებელისაერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო, 2025 წლის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს და მშპ 30.34 ტრილიონ დოლარს შეადგენს.აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ და მეორე უმსხვილეს ეკონომიკებს შორის სხვაობა 10.8 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. კერძოდ, მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკა ჩინეთს აქვს და 19.53 ტრილიონ დოლარს უტოლდება.მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკების ათეულში მესამე ადგილი 4.92 ტრილიონი დოლარის მოცულობით გერმანიას ერგო, მეოთხე ადგილზე კი იაპონიაა, რომლის ეკონომიკის მოცულობა 4.39 ტრილიონ დოლარს შეადგენს. რეიტინგში ხუთეულს ხურავს ინდოეთი, რომლის ეკონომიკაც 4.26 ტრილიონი დოლარის ღირებულებისაა.უმსხვილესი ეკონომიკების ათეულს შემდეგი ქვეყნები ავსებენ: გაერთიანებული სამეფო - 3.73 ტრილიონი დოლარი; საფრანგეთი - 3.28 3.73 ტრილიონი დოლარი; იტალია - 2.46 3.73 ტრილიონი დოლარი; კანადა - 2.33 3.73 ტრილიონი დოლარი; ბრაზილია - 2.31 3.73 ტრილიონი დოლარი. სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, რეიტინგში რუსეთი მე-11 ადგილზეა, მისი ეკონომიკის მოცულობა 2.2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. მეზობელ ქვეყნებს შორის რუსეთის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკა თურქეთს აქვს და 1.46 ტრილიონს უტოლდება.საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ღარიბი ქვეყანა სომხეთია, მისი ეკონომიკის მოცულობა 26.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მას მოსდევს საქართველო 35.9 მილიარდი დოლარით და აზერბაიჯანი 77 მილიარდი დოლარით.
1736762599
შავი ზღვის ფსკერზე 5 ათასი ტონა ჟელესმაგვარი უმოძრაო მაზუთის მასა არის დალექილიქერჩის სრუტეში ორი ნავთობტანკერის ჩაძირვის შედეგად შავი ზღვის ფსკერზე, დაახლოებით, 5,000 ტონა მაზუთი რჩება, რომელიც ჟელესმაგვარი მასაა და არ მოძრაობს. ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.ამასთან, 10 იანვარს მეჩეჩზე შემჯდარი ტანკერის, Volgoneft-239-ის უკანა ნაწილის შემოწმებისას ახალი გაჟონვა აღმოაჩინეს, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 2,8 ათასი მ²-ია.15 დეკემბრიდან, ანუ გემების ჩაძირვის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში მხოლოდ ანაპასა და კრასნოდარის მხარის თემრიუკის რაიონიდან, დაახლოებით, 155 ათასი ტონა მაზუთიანი ქვიშა ამოიღეს, ხოლო ანექსირებულ ყირიმში 43,5 ათასი ტონა დაბინძურებული ნიადაგი შეგროვდა. იქ, ასევე, აკვატორიის 19,1 ათასი მ², ხოლო ყუბანში 38,7 ათასი მ² გაიწმინდა. საზღვაო სამაშველო სამსახურის მყვინთავები, რომლებიც სამუშაოს ასრულებენ, ზღვაში ჩაყვინთვის შემდეგ თავიდან ფეხებამდე მაზუთში იფარებიან.ეკოლოგების შეფასებით, M100-მარკის მაზუთი, რომელიც ტანკერებიდან ჟონავს, ზამთრის დაბალ ტემპერატურაზე იყინება და ფსკერზე ილექება. ზედაპირზე მხოლოდ მას შემდეგ ამოდის, რაც წყალი 25 გრადუსამდე თბება. ამ ნიშნულამდე შავი ზღვა ზაფხულში 20 მეტრამდე სიღრმეზე თბება, ხოლო ანაპის სანაპირო ზოლსა და ქერჩის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში ზღვის სიღრმე 20 მეტრს არ აღემატება.რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ტანკერების ჩაძირვის შედეგად შავ ზღვაში, დაახლოებით, 2,4 ათასი ტონა მაზუთი ჩაიღვარა. საერთო ჯამში ორ ტანკერზე 9,2 ათას ტონამდე ნავთობპროდუქტი იყო ჩატვირთული.დელფინების გადარჩენის სამეცნიერო-ეკოლოგიურ ცენტრ “დელფას” ცნობით, შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის შემდეგ 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა და ნაპირზე გამორიყა.კრემლი შავ ზღვაში მაზუთის დაღვრის გამო ფედერალური დონის საგანგებო რეჟიმის შემოღებაზე დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. პუტინი თავიდან მხოლოდ „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დამატებითი ჯგუფის“ გაგზავნით შემოიფარგლა. ამასთან, კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის ფედერალური შტაბი გემების ჩაძრვიდან, თითქმის, ერთ თვეში, მხოლოდ 12 იანვარს ჩამოყალიბდა.ცნობისთვის: 15 დეკემბერს, ქერჩის სრუტეში, კავკაზის პორტის მახლობლად შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა. გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები მოხვედრილიყო, რაც, გარემოსდამცველების შეფასებით, შავ ზღვაში შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარი შეფასებით, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.
1736746920
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდებავაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშის, ბაღნარის, ჭედიას, ლაზოს, მონასტრის, წყალსადენის, ტაძრის, სარაჯიშვილის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1736746680
13 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში13 იანვარს, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ღრუბლიანობაა მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით -10, - 5°, დღისით +5, +10°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, ზოგან -6° -მდე, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით +3, +8°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღისით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1, დღისით +14°;სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +6°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5°.ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით+8°.ქობულეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით+7 °.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით+9 °.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით -1°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +5°.ოზურგეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+7 °.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +1°.ამბროლაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით -3°.ცაგერი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით -2°.ონი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით-4°.მესტია - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-6°.გორი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით 0°.ახალგორი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით -2°.ჯავა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით-3°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით-1°.სტეფანწმინდა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -5°.გუდაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +5°,ღამით -8°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°,ღამით -3°.ახალციხე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +9°, ღამით-6°.ბორჯომი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +10°, ღამით-4°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +7°,ღამით -7°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +4°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლ. მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით+3 °.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლ. მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით+3°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +4°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +3°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით+5
1736679115
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდალოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძრის ოთხ კერას ებრძვიან, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.ამ დროისთვის ლოკალიზებულია ხანძრის 11%-ი, ხანძარი საფრთხეს უქმნის ბრენტვუდის ანკლავს, სადაც მდებარეობს გეტის ხელოვნების მუზეუმი, ასევე ენსინოს უბნისა და მანდევილის კანიონის ნაწილებს. სიდიდით მეორე არის იტონის ხანძარი, რომელიც მოიცავს 14 118 აკრს, ამ დროისთვის ხანძრის 15%-ი ლოკალიზებულია. კენეტის ხანძარი 1 052 აკრ ტერიტორიას მოიცავს, ამ დროისთვის ლოკალიზებულია 90%-ი, ხოლო ჰერსტის ხანძარი 799 აკრ ტერიტორიაზეა გავრცელებული და ლოკალიზებულია 76%-ი.დაღუპული 16 ადამიანიდან 11 იტონის ხანძარს ემსხვერპლა, 5 - პალისეიდს. ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.რეგიონში ქარი ძალას იკრებს და მოსალოდნელი პროგნოზით, უახლოეს დღეებში გაძლიერდება, რაც, პოტენციურად, ხანძარს კიდევ უფრო გაამწვავებს.