30 მარტიდან საქართველოს ბაზარზე British Airways შემოდის

British Airways

2025 წლიდან საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები დაიწყება. დოკუმენტს ხელი ლონდონში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და BRITISH AIRWAYS-ის ავიაქსელის სტრატეგიული დაგეგმარების ოფიცერმა, ნილ ჩერნოფმა მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, ავიაკომპანიის წარმომადგენლები და ბრიტანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com  უკვე შესაძლებელია.

„ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დავასრულეთშედეგადერთმანეთს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიანეს იყო ხანგრძლივი და რთული ერთობლივი მუშაობის შედეგიფრენები განხორციელდება თბილისის მიმართულებით ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდანრომელიც დღემდე ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება.

სწორედდამატებით სირთულეს ესეც ქმნიდაგამომდინარე იქიდანრომ ფაქტობრივადჰითროუდან ფრენის შესაძლებლობის მოპოვება შეუძლებელია.

მიხარიარომ ჩვენ შევძელით ბრიტანეთის ფლაგმანის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება დალონდონი-თბილისის ერთმანეთთან პირდაპირი ფრენით დაკავშირებარაც უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ურთიერთობაში.  ასევე, მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის  მიმართულებით.

წინ კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე გვაქვს და რა თქმა უნდამიღწეულ შედეგზე არ ვჩერდებით“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

British Airways მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.