აგვისტოში საქართველოში 321.55 მლნ დოლარი გადმოირიცხა - top-10 ქვეყანა

ვალუტა

2025 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 321.55 მლნ აშშ დოლარი (868.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.7%ით (31.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებში.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.5% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 96.5% მოდიოდა.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები განხორციელდა:

  • აშშ - 59.3 მლნ დოლარი (წლიური ზრდა - 16.81%)
  • იტალია - 53.36 მლნ დოლარი (წლიური ზრდა - 8.27%)
  • რუსეთი - 41.32 მლნ დოლარი (წლიური კლება - 2.89%)
  • გერმანია - 29.31 მლნ დოლარი (წლიური ზრდა - 15.49%)
  • საბერძნეთი - 25.13 მლნ დოლარი (წლიური ზრდა - 12.44%)
  • ისრაელი - 22.36 მლნ დოლარი (წლიური ზრდა - 12.73%)
  • ყირგიზეთი - 11.18 მლნ დოლარი (წლიური ზრდა - 41.35%)
  • თურქეთი - 9.44 მლნ დოლარი (წლიური ზრდა - 8.85%)
  • ესპანეთი - 9.22 მლნ დოლარი (წლიური ზრდა - 21.13%)
  • ყაზახეთი - 8.90 მლნ დოლარი (წლიური კლება - 0.54%)

სებ-ის მონაცემებითვე, 2025 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მლნ აშშ დოლარი (96.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის აგვისტოს (33.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8% მეტია.