1770618436
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6838 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1984 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1980 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0004 ლარი შეადგინა.
1770790770
მოსალოდნელია გზებზე ლიპყინული, ქარბუქი, ზვავსაშიშროება - სინოპტიკოსების გაფრთხილებაგარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში – ზვავსაშიშროება.„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
1770701526
10 თებერვალი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?10 თებერვალს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 4. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +10, ღამით კი 3 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით 5 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვას ვარაუდობენ, დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +6 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში თოვლს ელოდებიან დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.ახალქალაქში დღისით თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი.ბორჯომშიც მოთოვს, +6 იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +7 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.თოვს გუდაურში, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება.თოვლია ომალოშიც დღისით -2, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში წვიმაა ნავარაუდები, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით და ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
1770615600
9 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით9 თებერვალს საქართველოში შედარებით გრილი, თუმცა უმეტესად სტაბილური ამინდი იქნება.ყველაზე მაღალი მაჩვენებელი +11 გრადუსი ფოთსა და ბათუმში დაფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა -2 გრადუსი გუდაურში იქნება.რაც შეეხება ამინდს ქალაქების მიხედვით, პროგნოზი ასეთია:სოხუმი +11 გრადუსი,ზუგდიდი +9 გრადუსი,მესტია +2 გრადუსი,ფოთი +11 გრადუსი,ბათუმი +10 გრადუსი,ოზურგეთი +9 გრადუსი,ქუთაისი +10 გრადუსი,ბორჯომი +5 გრადუსი,ბაკურიანი +1 გრადუსი,ცხინვალი +5 გრადუსი,გორი +6 გრადუსი,გუდაური -2 გრადუსი,თელავი +11 გრადუსი,რუსთავი +11 გრადუსი,თბილისი +11 გრადუსი.
1769432837
ამერიკის საელჩო: „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა“ - „გულწრფელი შეცდომა“ არ არსებობსსაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა.საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს - ვიზის სწორად გამოყენება თქვენი პასუხისმგებლობაა." - წერს ამერიკის საელჩო "ფეისბუკში".
1769406517
26 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?26 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც მზიანი ამინდია. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდია, ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.ასეთივე ამინდია ჭიათურაში, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.ახალქალაქში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8, ღამით -3 დაფიქსირდება.ბორჯომშიც უნალექო დღეა, +9 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია, 0, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით 9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.



