1767082001
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6951 ლარი გახდა
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6951 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6951 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6955 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1737 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1737 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0000 ლარი შეადგინა.
1767082215
ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი დღეიდან შედის ძალაშიდღეიდან ძალაში შედის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მექანიზმი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე წინა ვერსია.მექანიზმი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას: შეჩერების ამოქმედებისთვის საჭირო ზღვრის შემცირებას. ევროკომისიის განცხადებით, ახალი წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება პრობლემებზე.როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, მექანიზმი მუშაობს ეტაპობრივად: პირველ ეტაპზე შეჩერება შეეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, ხოლო მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, შეჩერება გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე.ამასთან, ევროკომისიის მიერ მომზადებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ახალი მექანიზმის მიზანია, ევროკავშირმა უკეთ გაართვას თავი უვიზო რეჟიმებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.ევროკომისიის მიერ მომზადებული ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიში 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.ევროკომისიის ანგარიში მოიცავს 64 ქვეყანასა და ტერიტორიას, რომლებთანაც ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს – დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, აღმოსავლეთ კარიბის და ლათინური ამერიკული ქვეყნები.1tv.ge
1766811900
27 დეკემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, სანაპირო რაიონებში დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით -4, +1°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -4, +1°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით -6, -1°, ზოგან +2°-მდე.
1766725440
26 დეკემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -4, +1°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -6, -1°, ზოგან +2°-მდე.
1766639050
25 დეკემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით -2, +3°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მაღალმთაში თოვლის სახით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +2, +7°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით -3, +2°.
1766310712
ქვეყნები, სადაც საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველოსაქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ყველაზე მაღალი თურქეთშია, ყველაზე დაბალი კი რუსეთში.უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს განახლებულ სტატისტიკაში 103 ქვეყანას შორის თურქეთი მე-18, რუსეთი კი 78-ე ადგილზეა.საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ასეთია: თურქეთი (მე-18 ადგილი) – 18.92 დოლარი; სომხეთი (53-ე ადგილი) – 12 დოლარი; აზერბაიჯანი (69-ე ადგილი) – 10.32 დოლარი; საქართველოს (77-ე ადგილი) – 9.76 დოლარი; რუსეთი (78-ე ადგილი) - 9.68 დოლარი. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და ფასი 46 დოლარს აჭარბებს, ყველაზე იაფი კი პაკისტანშია (4.56 დოლარი).5 ქვეყანა, სადაც მარკეტებში 1 კგ ხორცის საშუალო ფასი შედარებით მაღალია, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 46.05 დოლარი; ნორვეგია - 30.26 დოლარი; სამხრეთ კორეა - 26.41 დოლარი; ლუქსემბურგი - 25.97 დოლარი; ავსტრია - 23.46 დოლარი. იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალი კი, სადაც საქონლის ხორცი შედარებით იაფია, ასეთია: პაკისტანი - 4.56 დოლარი; ნიგერია - 4.59 დოლარი; კენია - 5.15 დოლარი; ინდოეთი - 5.54 დოლარი; ნეპალი - 5.65 დოლარი.



