1763719438
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7052 ლარი გახდა
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7052 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7052 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7056 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1204 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1223 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.
1764073106
TikTok-ის სქროლვა „ტვინის ლპობას“ იწვევს - კვლევაამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ახალი კვლევის თანახმად, TikTok-ზე სქროლვამ შეიძლება „ტვინის ლპობა“ გამოიწვიოს. ამ თემაზე მასალას ევრონიუსი აქვეყნებს და წერს, რომ გასულ წელს, ოქსფორდის ლექსიკონის წლის სიტყვად „ტვინის ლპობა“ დასახელდა. ესაა ტერმინი, რომელიც გამოხატავს შეშფოთებას „დაბალი ხარისხის ონლაინ კონტენტის ჭარბი რაოდენობით მოხმარების, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში“ ზემოქმედების გამო.ეს ცნება გულისხმობს გონებრივ დაქვეითებას - როდესაც ადამიანს უჭირს ფოკუსირება, ვერ აღიქვამს ინფორმაციას ისე, როგორც ადრე, აღარ სწავლობს, აღარ ვითარდება, მხოლოდ ერთფეროვანი, ტვინისთვის არაფრისმიმცემი საქმიანობით არის დაკავებული.ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ბოლოდროინდელი დასკვნები ადასტურებს, რომ ტვინის „ლპობა“ არა მხოლოდ რეალობაა და მეტია, ვიდრე უბრალოდ გვერდითი მოვლენა: ეს არის რეალური ნეიროკოგნიტური სინდრომი, რომელიც გაზომვად ზიანს იწვევს.კვლევას საკმაოდ გრძელი სახელწოდება აქვს: „კვება, გრძნობები და ფოკუსირება: სისტემატური მიმოხილვა და მეტაანალიზი, რომელიც იკვლევს მოკლე ვიდეოების გამოყენების კოგნიტურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კორელაციებს“. ეს ნაშრომი პირდაპირ აკავშირებს ალგორითმებზე დაფუძნებული პლატფორმებიდან, როგორიცაა TikTok, Instagram Reels და YouTube Shorts, მოკლე ვიდეო კონტენტს (SFV) ტვინის „ლპობას“.მკვლევარებმა გააანალიზეს 71 კვლევის 98,299 მონაწილის მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო მეტ მოკლე ვიდეოს უყურებს ადამიანი, მით უფრო ცუდი კოგნიტური მაჩვენებლები აქვს მას ყურადღებისა და ინჰიბიტორული კონტროლის თვალსაზრისით.კვლევაში ნათქვამია: „მაღალი სტიმულირების, სწრაფი ტემპის მქონე კონტენტის განმეორებითმა ზემოქმედებამ შეიძლება ხელი შეუწყოს შეჩვევას, რომლის დროსაც მომხმარებლები კარგავენ მგრძნობელობას უფრო ნელი და უფრო შრომატევადი კოგნიტური ამოცანების მიმართ, როგორიცაა კითხვა, პრობლემების გადაჭრა ან ღრმა შესწავლა“.ავტორები აღნიშნავენ, რომ შეჩვევა ასტიმულირებს ტვინის ჯილდოს სისტემას, რაც აძლიერებს ჩვეულ გამოყენებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს „სოციალური იზოლაცია, ცხოვრებით კმაყოფილების დაქვეითება და თვითშეფასების და სხეულის იმიჯის დაქვეითებაც კი“. თითქოს ეს საკმარისი არ იყოს, პლატფორმების გაზრდილი გამოყენება ასევე დაკავშირებულია ძილის დარღვევასთან, შფოთვის მომატებასთან და მარტოობასთან.მოკლედ, დაბალი ხარისხის ციფრული კონტენტის ჭარბ ზემოქმედებას შესამჩნევი გავლენა აქვს ჩვენი ტვინის ფუნქციონირებაზე. რაც უფრო მეტს უყურებთ მოკლემეტრაჟიან ფილმებს ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok, მით უფრო მცირდება ყურადღების ხანგრძლივობა, რაც გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კრიტიკულ აზროვნებაზე.jandacva.ge
1764050800
25 ნოემბრის ამინდის პროგნოზი25 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +20 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ასეთივე ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო დღეა სოხუმში. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +16 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +16 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +14, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
1763889407
ვინ არის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი – Bloomberg-ის რეიტინგიმსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი კვლავ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკია. Bloomberg-ის განახლებული მონაცემების თანახმად, მასკის ქონება ამჟამად 422 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.ამ სიაში მეორე ადგილზე შეხვდებით Google-ის თანადამფუძნებელ ლარი ფეიჯს, რომლის ქონებაც 257 მილიარდ დოლარს შეადგენს. მესამე ადგილს Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონსი იკავებს. მისი ქონება ბოლო მდგომარეობით, 253 მილიარდ დოლარს უტოლდება.მილიარდერთა რეიტინგში მეოთხე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი. მის ქონებას Bloomberg-ი 243 მილიარდ დოლარად აფასებს. უმდიდრესი ადამიანების ხუთეულს ხურავს ამერიკელი სერგეი ბრინი 230 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით.ამასთანავე, Bloomberg-ის მილიარდერთა ათეულში შეხვდებით მარკ ცუკერბერგს, ბერნარდ არნოს, სტივ ბალმერს, იენსენ ჰუანსა და უორენ ბაფეტს. კერძოდ, Bloomberg-ის რეიტინგის თანახმად, მათი ქონება ასე გამოყურება: მარკ ცუკერბერგი - 210 მლრდ აშშ დოლარი; ბერნარდ არნო - 195 მლრდ აშშ დოლარი; სტივ ბალმერი - 164 მლრდ აშშ დოლარი; იენსენ ჰუანი - 155 მლრდ აშშ დოლარი; უორენ ბაფეტი - 151 მლრდ აშშ დოლარი.
1763796480
რესტორნების 90% გაურკვეველი მიკვლევადობის პროდუქციას, მათ შორის ყველს, ყიდულობს - საქართველოს მერძევეთა ასოციაცია„ადამიანმა არ იცის, რისგან გაკეთებულ საჭმელს მიირთმევს ამა თუ იმ საცხობსა თუ კვების ობიექტში. იგივე სიტუაციაა რესტორნებში, რადგან რესტორნების 90% არარეგისტრირებული საწარმოებიდან, ბაზრებიდან ყიდულობენ გაურკვეველი მიკვლევადობის პროდუქციას. ვერ მიაკვლევთ, ვერ გაიგებთ, რისგან შედგება. კარგა ხანი ამის მიზეზი დაუსჯელობის სინდრომიც იყო“, - აცხადებს საქართველოს მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას.ნიკოლოზ ბენიაიძის განმარტებით, მომხმარებელს აქვს სრული უფლება, იცოდეს, რას მიირთმევს, რისგან შედგება ესა თუ ის პროდუქტი. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია, იმავე რესტორანსა თუ საცხობში მოითხოვოს, აქვს თუ არა ეტიკეტი ყველს.„მომხმარებელს მინდა, მივმართო, რომ ინფორმაციის მიღების სრული უფლება აქვთ, თუმცა, იმასაც ვეტყვი, რომ შემთხვევათა 90%-ში ისინი ეტიკეტს ვერ მიიღებენ, თუ უნდათ, ჩაატარონ ცდა და თავადვე დარწმუნდებიან. იშვიათ რესტორნებში წააწყდებით ეტიკეტს, რადგან ნამდვილი ყველი ძალიან ცოტაა“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ყველისა და ხაჭოს იმპორტი 27%-ით არის გაზრდილი და წლის ბოლომდე უკვე 100 მილიონს მიაღწევს.„ცუდი ის არის, რომ კლებადია ადგილობრივ ბაზარზე როგორც რძე, აგრეთვე, პირუტყვი. საქართველოში ნედლი რძის 65%-იანი დეფიციტი გვაქვს, რასაც შემოსული მზა პროდუქტები და ფხვნილი ანაცვლებს. როგორ წარმოგიდგენიათ, არაჟანი შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და ის ჯანსაღი იქნება? ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტების გარეშე ჯანსაღი კვება არ არსებობს. მზა პროდუქტი, რომელიც შემოდის და ეს მომხმარებელმა უნდა იცოდეს, კონსერვანტებით არის გაჯერებული“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
1763554984
გუსტავ კლიმტის ნახატი - „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ აუქციონზე $236.4 მილიონად გაიყიდაგუსტავ კლიმტის ნახატი სამშაბათს ღამით, ნიუ-იორკი ხელოვნების ბაზარზე, Sotheby’s-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად - $236.4 მილიონად გაიყიდა.ნამუშევარი, "ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი" (1914-1916), ყველაზე ძვირად ღირებული თანამედროვე ხელოვნების ნიმუში გახდა, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე, და ამავდროულად, რიგით მეორე ყველაზე ძვირი ხელოვნების ნიმუში აუქციონების ისტორიაში.კლიმტმა ტილო 1914-1916 წლებში დაწერა. მასზე თავისი მფარველების ქალიშვილი, ელიზაბეტ ლედერერია გამოსახული.მეორე მსოფლიო ომის დროს გოგონას პორტრეტი ნაცისტებმა მოიპარეს, შემდეგ ის თითქმის განადგურდა ხანძრის დროს. 1948 წელს ნახატი ელიზაბეტ ლედერერის ბიძას, ერიხს დაუბრუნეს, რომელმაც ის მოგვიანებით გაყიდა.1985 წელს ნახატი Estée Lauder-ის მემკვიდრის, ლეონარდ ლაუდერის კერძო კოლექციის ნაწილი გახდა.რაც შეეხება მსოფლიო რეკორდს, ლიდერი კვლავ ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული "სალვატორ მუნდია", რომელიც 2017 წელს Christie’s-ის აუქციონზე $450 მილიონად გაიყიდა.



