Bitcoin, Etherium და სხვა კრიპტოვალუტების ფასები ზრდას განაგრძობენ - რა იწვევს მათი ღირებულების ზრდას

ბიტკოინი

Bitcoin-ის ფასი ბოლო ერთ კვირაში 6500 დოლარით გაიზარდა და მისი ამჟამინდელი ღირებულება, 48700 დოლარია. აღნიშნული კრიპტოვალუტის გარდა, Etherium-ის ფასი თითქმის 300 დოლარით გაიზარდა და ის ახლა 2525 დოლარს შეადგენს.

მსგავსი ფასის ზრდა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით დაკავშირებულია Bitcoin-ის ETF-ზე დამტკიცებით. უნდა ითქვას ისიც, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც SEC-მა „ბიტკოინი“ ETF-ზე დაამტკიცა, მაგრამ კრიპტოვალუტის ფასი აქამდე არ იზრდებოდა. აქედან გამომდინარე, ექსპერტები, ამ უეცარ მატებას Halving-ის მოახლოებასაც უკავშირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში, Bitcoin-ის გამომუშავება განახევრდება.

სხვა კრიპტოვალუტების ფასის მატება კი კვლავ „ბიტკოინთანაა“ პირდაპირ კავშირში, ვინაიდან იგი ყველაზე მსხვილი ვალუტაა და შესანიშნავად ახდენს დომინირებას სხვადასხვა ვალუტებზე. 

Bitcoin-ისა და Etherium-ის გარდა, Solana-ს ფასი 15 დოლარით, ხოლო LTC-ის ღირებულება 5 დოლარით გაიზარდა.

კრიპტო ენთუზიასტების ვარაუდით, 2024 წელი კრიპტოსამყაროსთვის დიდი წარმატების მომტანი იქნება, ზოგიერთი ექსპერტი კი ვარაუდობს, რომ Bitcoin-ის ღირებულება, 100 000 დოლარსაც მიაღწევს.