1791087780
ჩვენთვის მთავარი არის ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ - პრემიერი
ჩვენ გვქონდა ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, შვიდი თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რეგიონის ქვეყნებს შორის.
„ჩვენთვის მთავარი არის სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის, ბუნებრივია, საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1791177370
როგორი ამინდი იქნება 5 ოქტომბერს საქართველოშიამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:გაგრა +19 - მზიანისოხუმი +21 - მზიანიზუგდიდი +21 - მოღრუბლულიმესტია +12 - მზიანიფოთი +19 - მოღრუბლულიბათუმი +18 - უმეტესად ღრუბლიანიოზურგეთი +19 - მოღრუბლულიქუთაისი +22 - მოღრუბლულიამბროლაური +18 - უმეტესად ღრუბლიანიახალციხე +17 - უმეტესად ღრუბლიანიბორჯომი +16 - უმეტესად ღრუბლიანიბაკურიანი +13 - უმეტესად ღრუბლიანიგორი +18 - მოღრუბლულიცხინვალი +16 - უმეტესად ღრუბლიანისტეფანწმინდა +8 - მზიანიგუდაური +6 - უმეტესად ღრუბლიანითელავი +16 - უმეტესად მზიანირუსთავი +19 - უმეტესად მზიანითბილისი +18 - მოღრუბლული.
1791109620
შავი ზღვა თბება - რა საფრთხეებზე საუბრობენ მეცნიერები?2025 წელს მსოფლიო ოკეანეებმა რეკორდული 23 ზეტაჯოული სითბო შთანთქეს - თითქმის 40-ჯერ მეტი ენერგია, ვიდრე კაცობრიობამ იმავე პერიოდში გამოიყენა.The Guardian-ის ცნობით, სითბოს ეს დაგროვება საზღვაო გარემოში მასშტაბური ცვლილებების ფონზე ხდება. 1999 წლიდან მოყოლებული, გლობალური ზღვის დონე წელიწადში დაახლოებით 3.8 მმ-ით იმატებს, ხოლო 2012-დან 2025 წლამდე ეს მაჩვენებელი წელიწადში 4.2 მმ-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ოკეანის მჟავიანობა ბოლო 40 წლის განმავლობაში 17%-ით გაიზარდა.„ოკეანე ჩვენს თვალწინ იცვლება“, - განაცხადა Mercator Ocean International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პიერ ბაჰურელმა. მან განმარტა, რომ დათბობა, ზღვის დონის აწევა და ეკოსისტემის დეგრადაცია გრძელვადიანი ცვლილებების ნიშნებია.პროცესები განსაკუთრებით შესამჩნევია ევროპაში - ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღაში რეკორდული სიცხეები ფიქსირდება, მაღალი ტემპერატურა კი მნიშვნელოვან სიღრმეებზეც კი ნარჩუნდება. ხმელთაშუა ზღვა, მთლიანობაში, ათწლეულში დაახლოებით 0.32°C-ით თბება.შედეგები უკვე მოქმედებს ზღვის ცხოველებზე. 2023 წლის იანვრიდან 2025 წლის სექტემბრამდე, მსოფლიოს მარჯნის რიფების 84%-მა განიცადა სითბური სტრესი, რომელიც საკმარისი იყო მისი გაუფერულებისთვის. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ოკეანის თითქმის 5%-მა განიცადა მუდმივი ცვლილებები ფიტოპლანქტონის ზრდის ნიმუშებში - ორგანიზმების, რომლებიც კვებითი ჯაჭვების საფუძველს ქმნიან და ნახშირბადის ციკლის რეგულირებას უწყობენ ხელს.
1791023244
ვენეციაში შესვლა შესაძლოა, 30 ევრო გახდესვენეციის ხელისუფლება ქალაქის დატვირთვის შესამსუბუქებლად ტურისტული გადასახადის გაზრდას განიხილავს. ინფორმაციას BILD ავრცელებს.გადასახადი გარკვეულ დღეებში, მაგალითად, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. კერძოდ, ასეთ დღეებში ტურისტებს 5 ან 10 ევროს ნაცვლად 30 ევროს გადახდა მოუწევთ. გადასახადი შესაძლოა, 2027 წლიდან გაიზარდოს.ტურისტული გადასახადი ქალაქისთვის მეტად მომგებიანი აღმოჩნდა, რომლის შემოსავალიც წელს 5 მლნ ევროთი გაიზარდა. ამის მიუხედავად, ვენეციის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გადასახადი მეტად დაბალია, გადატვირთულობას ვერ ერევა და ვიზიტორების ნაკადს ვერ ზღუდავს.ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მაღალი გადასახადი ხალხს ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ უფრო მშვიდ დღეებში ვიზიტისკენ წაახალისებს, რადგან ამ დღეებზე გადასახადი არ იმოქმედებს.ამასთან, ვენეციაში რამდენიმე დღით დარჩენილი ტურისტებისთვის ფასები შესაძლოა, მოიმატოს. ქალაქის ადმინისტრაცია ტურისტული გადასახადის გაზრდას სასტუმროებსა და აპარტამენტებზეც განიხილავს.ცნობისთვის: 5 ან 10 ევროს გადასახადი სატესტო მოდელი იყო და 27 ივლისამდე მხოლოდ დღესასწაულებსა და შაბათ-კვირას მოქმედებდა. ამჟამად ტურისტებს ქალაქის მონახულება უფასოდ შეუძლიათ. გადასახადი შესაძლოა, 2027 წლის გაზაფხულზე აღდგეს. თუმცა ამისთვის ქალაქს იტალიის მთავრობის თანხმობა სჭირდება.
1790927440
როდის გამოიდარებს საქართველოში?1-ელი ოქტომბრის დღის ბოლოდან ამინდი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გაუარესდა - უმეტესად წვიმს.დღეს, 2 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია ინტენსიური ნალექი.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ნალექიანობა შენარჩუნდება ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით."შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ვკითხულობთ უწყების ოფიციალურ ინფორმაციაში.თუ გრძელვადიან პროგნოზს გადავხედავთ, საქართველოს დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან გამოდარება დაიწყება, თუმცა ცვალებადი მოღრუბლულობა რიგ რეგიონებში შენარჩუნდება 8 ოქტომბრამდე, როდესაც მოსალოდნელია უკვე ტემპერატურის მატებაც (საშუალოდ, ღამით 13, დღისით კი 23 გრადუსამდე).თბილისშიც გამოდარება 4 ოქტომბრიდან დაიწყება, თუმცა ცვალებადი მოღრუბლულობით. დედაქალაქშიც შემოდგომის მზიანი ამინდები 8 ოქტომბრიდან გველის. წყარო
1790657962
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?29 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს



