გასული კვირის ეკონომიკური მიმოხილვა

ekonomikuri-mimokhilva

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart კვირის მიმოხილვას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, საბანკო სექტორში, მიმდინარე წლის ივლისში, ივნისის 8.4%-იანი ზრდის მერე, ზრდა 13.6%-მდე დაჩქარდა საკრედიტო პორტფელის მოცულობა 47.8 მლრდ ლარი გახდა.

ივლისში, წლიურად 14.5%-ით გაიზარდა სესხების პორტფელი ივლისში (ივნისში ზრდამ 13.5% შეადგინა). ივნისთან შედარებით (+12.0%), ივლისში მნიშვნელოვნად, 14.7%-მდე დაჩქარდა კორპორაციული დაკრედიტების წლიური მაჩვენებელი; 14.2%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა საცალო დაკრედიტების მიმართულებით (+14.7%-ანი ზრდა ივნისში); ივლისში შენელება შეინიშნება იპოთეკური სესხების პორტფელის წლიურ მაჩვენებელში - 11.3%, როცა წინა თვის ანალოგიური მაჩვენებელი 11.8% იყო.

მიმოხილვის მიხედვით, წლიურად 25.3%-ით გაიზარდა გაიზარდა ივლისში საბანკო სექტორის დეპოზიტები (ივნისში ზრდა 29.2%-იანი იყო). ეროვნულ ვალუტაში მისმა მაჩვენებელმა 47.8 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, ლარის დეპოზიტებში წლიური 41.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა (+43.1% - ივნისში), უცხოური ვალუტის დეპოზიტებში წლიური  ზრდა 13.3%-მდე შენელდა (+19.1% - ივნისში). მთლიანობაში, დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 50.6% იყო.

როგორც Galt & Taggart გვამცნობს, ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, საგარეო ვაჭრობაში, ივნისში დაფიქსირებული 22.7%-იანი ზრდის მერე, წლიური 0.7%-ით შემცირდა საქონლის ექსპორტი, 529.6 მლნ აშშ დოლარამდე; ივნისის 11.1%-იანი ზრდის მერე, 1.2%-მდე შენელდა იმპორტის წლიური ზრდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარია. ამდენად, 657.0 მლნ აშშ დოლარამდე - 2.8%-ით გაიზარდა წლიური სავაჭრო დეფიციტი.

ივლისის ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი იყო: მანქანები, სპილენძი, ელექტროენერგია, ღვინო, ხილი. არსებული მონაცემების მიხედვით, ექსპორტის 9.5% ევროკავშირში გადიოდა, 65.4% დსთ-ში, 25.1% სხვა ქვეყნებში. ივლისის ტოპ-5 საიმპორტო საქონელი იყო: მანქანები, ნავთობი, მედიკამენტები, ტელეფონები, სპილენძი. მთლიანობაში, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში სავაჭრო დეფიციტი გაიზარდა წლიური 21.3%-ით - 4.9 მლრდ აშშ დოლარით.

Galt & Taggart-ის მიმოხილვით, ივლისში წლიურად 2.8%-იანი შემცირება დაფიქსირდა მწარმოებელთა ფასების ინდექსში. ივლისში ამ თვალსაზრისით 6.0%-იანი კლება იყო. ფასების შემცირების მთავარ მიზეზად სახელდება ფასების ცვლილება დამამუშავებელი მრეწველობის სეგმენტში - ამ მაჩვენებელმა -3.4% წ/წ შეადგინა.