გაყინული თევზის იმპორტი რეკორდულად მაღალია - რომელი ქვეყნებიდან ვყიდულობთ

გაყინული თევზი

საქართველოში გაყინული თევზის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანაშმ 37.064 მლნ დოლარის ღირებულების 13 181 ტონა გაყინული თევზი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 24.679 მლნ დოლარის 10 523 ტონა.

აღსანიშნავია, რომ წელს 2009 წლიდან რეკორდული რაოდენობის გაყინული თევზი ვიყიდეთ (საგარეო ვაჭრობის პორტალზე გაყინული თევზის იმპორტის მაჩვენებელზე მონაცემები ხელმისაწვდომი სწორედ 2009 წლიდან არის).

გთავაზობთ 10 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალს:

  • ნორვეგია - 6. 127 მლნ აშშ დოლარი;
  • ესპანეთი - 4.958 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩილე -3.737 მლნ აშშ დოლარი;
  • აშშ - 3.026 მლნ აშშ დოლარი;
  • ახალი ზელანდია - 2.959 მლნ აშშ დოლარი;
  • ისლანდია - 2.419 მლნ აშშ დოლარი;
  • დანია - 1.770 მლნ აშშ დოლარი;
  • ფარერის კუნძულები - 1.381 მლნ აშშ დოლარი;
  • ჩინეთი - 1.184 მლნ აშშ დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო - 1.089 მლნ აშშ დოლარი.