გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ ძვირდება - რა ღირს 1 გრამი საქართველოში

ოქრო

გლობალურ ბაზრებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი გაიზარდა. კერძოდ, Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს საორიენტაციო ფასი ამჟამად 4 340 დოლარია, რაც დღის ჭრილში 0.18%-იანი ზრდაა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ოქროს ფასი ბოლო ერთ თვეში 6.68%-ით არის გაზრდილი, წლიურად კი ოქროს ღირებულება 65.15%-იან გაძვირებას აჩვენებს.

რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ადგილობრივად 1 გრამი 999 სინჯის ოქრო ბირჟებზე დღეს 387 ლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ ძვირფასი ლითონის ღირებულება საქართველოში გუშინაც 387 ლარის ფარგლებში იყო.