1758190780
კობახიძე: სიღარიბე განახევრდა

ძალიან მიხარია, რომ ჩვენ წელსაც შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, გასული 4 წლის განმავლობაში, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.4 % და წლევანდელი საშუალო ზრდა შეადგენს 8 %-ს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ქვეყანას მისცემს საშუალებას, რომ სწრაფად დაუახლოვდეს საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
„ჩვენ მოვახერხეთ სწრაფი ტემპის შენარჩუნება ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ, ეკონომიკურმა განვითარებამ მოგვცა სხვადასხვა მიმართულებით მოსახლეობის, მათ შორის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება. მაგალითად, 4 წელიწადში განახევრდა სიღარიბე და პირველად დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი - 9.4%. რა თქმა უნდა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საშუალო ანაზღაურების ზრდას, სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და განსაკუთრებულად მოხარულები ვართ, რომ ფიქსირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მალე დავუახლოვდეთ საშუალო ევროპულ სტანდარტებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა პრემიერმა.
1758177660

1758260880
19 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ძირითადად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +8, +13°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +13, +18°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +7, +12°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +14°.სოხუმი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +16°.გაგრა - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +16°.ოჩამჩირე - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +16°.ბათუმი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +17°.ქობულეთი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +15°.ფოთი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +17°.ხულო - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +8°.ქუთაისი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +16°.ჭიათურა - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +13°.ამბროლაური- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.ცაგერი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +12°.ონი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +10°.მესტია- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +6°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებითშესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +10°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +8°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +10°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +13°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +14°.საგარეჯო -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +12°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +11°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.
1758196412
„ოქროზე მოთხოვნის ყველაზე აქტიურ ეტაპზე შევედით - შესასყიდი ოქრო გაგვიძვირდა“ – „ზარაფხანა“„გლობალურ ბაზრებზე ოქროს გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად ისახება ხოლმე, განსაკუთრებით იმპორტიორებთან მიმართებაში; დაახლოებით 7-8% შეადგინა ფასის მატებამ“, - ამის შესახებ „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.როგორც მანვე განმარტა, „ზარაფხანას“ ოქროს შესყიდვა გაუძვირდა, თუმცა ამ ეტაპისთვის კომპანია ოქროს ნაკეთობებზე ფასების ზრდას არ გეგმავს.„შესასყიდი ოქრო გაგვიძვირდა, თუმცა ჯერჯერობით ფასების ზრდას არ ვაპირებთ - დავაკვირდებით ოქროს ფასის დინამიკას. როგორც ვიცი, ბევრმა ადგილობრივმა ბიზნესმა, რომელიც დაკავებულია იმპორტით, ფასები გაზარდა, თუმცა „ზარაფხანა“ ფასების ზრდას არ აპირებს, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესს, იმ მომენტამდე, სანამ იძულებულები არ ვიქნებით, რომ ფასი გავზარდოთ. ოქრო საკმაოდ გაძვირებულია და ჩვენთვის როგორც მწარმოებლისთვის, არასახარბიელო სიტუაციაა. რა თქმა უნდა, მომხმარებელს არ უყვარს ფასების ზრდა, ჩვენც ვცდილობთ რომ მათი ინტერესები გავატაროთ“, - აღნიშნავს სამხარაძე.რაც შეეხება მოთხოვნას, თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ოქროზე მოთხოვნა ყოველთვის სტაბილურია.მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მარხვის პერიოდი დასრულდა და ახალი წლები ახლოვდება, ოქროზე მოთხოვნა ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის.„მოთხოვნა ოქროს ნაწარმზე ქართულ ბაზარზე ყოველთვის ნარჩუნდება. ამას ემატება ის, რომ ფაქტობრივად დეკემბრამდე მარხვა არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება ქორწილები და მასთან დაკავშირებული აქტივობები, რაც ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნას წარმოშობს, ეს კი გაყიდვების ერთ-ერთი მამოტივირებელი ფაქტორია. დეკემბრიდან კი საახალწლო პერიოდი იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ ოქროზე მოთხოვნის ყველაზე აქტიურ ეტაპზე შევედით“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თორნიკე სამხარაძე.ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში ოქროს ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თბილისის დროით, 15:30 საათზე 1 უნციის ფასი 3 666 დოლარით განისაზღვრება. Gold Prices-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთი დღის ჭრილში ოქრო 0.6%-ით გაიაფდა, თუმცა გასული ერთი თვის განმავლობაში ფასი 10%-იან მატებას აჩვენებს.
1758192533
ტრამპს კაპიტოლიუმის წინ ბიტკოინით ხელში ძეგლი დაუდგესამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, კაპიტოლიუმის შენობის წინ, კრიპტოენთუზიასტებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძეგლი დაუდგეს.ოქროსფერი ქანდაკების სიმაღლე 3.7 მეტრს აღწევს და ხელგაშვერილ პრეზიდენტს გამოსახავს, რომელიც იღიმის და მაყურებელს ბიტკოინს სთავაზობს.როგორც ინსტალაციის ავტორები განმარტავენ, ამ ძეგლის დადგმით მათ ტრამპის მიმართ მადლიერების გამოხატვა და იმ აზრის დაფიქსირება სურთ, რომ ბიტკოინი ფინანსური სამყაროს მომავალია და ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ამას კარგად აცნობიერებს.როგორც ცნობილია, პროექტის დამფინანსებლებს შორის კრიპტობირჟების ხელმძღვანელები და ის ინვესტორები არიან, რომლებმაც დონალდ ტრამპის პრო-კრიპტო პოლიტიკით დიდი ფინანსური სარგებელი მიიღეს.
1758190133
სოხუმის აეროპორტის გახსნის შემდეგ პირდაპირი რეისებით 70 ათასმა ადამიანმა იმგზავრა - „როსავიაცია“რუსეთის მიერ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ პირდაპირი რეისებით 70 000-მა ადამიანმა იმგზავრა. ამის შესახებ “როსავიაციის” ხელმძღვანელმა, დიმიტრი იადროვმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.„აქაც გვაქვს შედეგები: უპირველეს ყოვლისა ეს არის აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, რომლითაც უკვე 70 000 მგზავრი იქნა გადაყვანილი,” - ამბობს იადროვი.მისი ცნობით, რუსეთს ამჟამად საჰაერო მიმოსვლა 38 ქვეყანასთან აქვს, რომელთა შორისაც ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონსაც მოიხსენიებს.ცნობისთვის: ამჟამად რუსეთიდან სოხუმში ტრანსფერის გარეშე ჩაფრენა ქვეყნის რამდენიმე ქალაქიდან არის შესაძლებელი, როგორიც არის მოსკოვი, ნიჟნი-ნოვგოროდი, ხანტი-მანსი და სარატოვი. „პულკოვოს“ აეროპორტიდან სოხუმში პირდაპირ რეისების დაწყების შემდეგ ბოლოს ამ სიას სანქტ-პეტერბურგიც დაემატა.რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა 32 წლის შემდეგ 2025 წლის 1-ლი მაისიდან აღდგა. სოხუმში ამჟამად სანქცირებული ავიაკომპანიები, UVT Aero, „იკარი,” iFly და „რუსლაინი” დაფრინავენ. მათ შესაძლოა, Nordwind Airlines-იც დაემატოს. ყველა ამ ავიაკომპანიას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალება. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ. ეს ავიაკომპანიებია: Аэрофлот, Победа, Россия, Utair, Smartavia, NordWind, NordStar, „ურალის ავიახაზები“, „ციმბირის ავიახაზები,“ Ижавиа, Якутия, Аврора, Авиастар-ТУ, Русджет, ЮВТ аэро, Ираэро, АЛРОСА, Руслайн, Ямал „იკარი,“ Скол და სხვ.უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ანუ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.
1758174665
18 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბერს დღის მეორე ნახევრამდე ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერისმასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა და ნისლი. დღის პირველ ნახევარში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, დროგამოშვებით ძლიერი.სოხუმი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +27°.ბათუმი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +27°.ქობულეთი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.ქუთაისი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +30°.ზუგდიდი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.ანაკლია: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.ოზურგეთი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +28°.ონი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +27°.გორი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით.შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +24°.ცხინვალი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით.შესაძლებელია ნისლი. იქროლებს სამხრეთ- აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +23°.მარნეული: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +24°.რუსთავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.ახალციხე: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +25°.ბორჯომი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა: +25°.ბაკურიანი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +20°.სტეფანწმინდა: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით.შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +16°.თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.