ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი

ლარი - ვალუტა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.63 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6064 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, სების ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.43 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7680 ლარი გახდა.

2.17 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1180 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 13.80 თეთრი ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 მარტს ამოქმედდება.