ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

დოლარი- ვალუტა

15 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.03 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7108 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.97 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1508 ლარი გახდა.0.55 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6205 ლარი გახდა.ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.48 თეთრი შეადგინა.