ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.5529 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5261 ლარი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7795 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7605 ლარს შეადგენდა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1305 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 14 აპრილიდან შევა ძალაში.