1767082001
ლარის კურსი დღეს
საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონაცემების მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებით მცირედ გამყარდა, ევროსა და გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი, მცირედ გაუფასურდა.
2023 წლის 1 სექტემბერს, 1 დოლარს 2.6293 ლარად შეიძენთ, 1 ევროს შესაძენად 2.8596 ლარი, 1 გირვანქა სტერლინგის შესაძენად კი, 3.3358 ლარი დაგჭირდებათ.
1767162346
გარემოს ეროვნული სააგენტო - 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახითგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით.მათივე ცნობით, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. 1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.„დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1767082215
ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი დღეიდან შედის ძალაშიდღეიდან ძალაში შედის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მექანიზმი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე წინა ვერსია.მექანიზმი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას: შეჩერების ამოქმედებისთვის საჭირო ზღვრის შემცირებას. ევროკომისიის განცხადებით, ახალი წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება პრობლემებზე.როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, მექანიზმი მუშაობს ეტაპობრივად: პირველ ეტაპზე შეჩერება შეეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, ხოლო მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, შეჩერება გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე.ამასთან, ევროკომისიის მიერ მომზადებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ახალი მექანიზმის მიზანია, ევროკავშირმა უკეთ გაართვას თავი უვიზო რეჟიმებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.ევროკომისიის მიერ მომზადებული ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიში 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.ევროკომისიის ანგარიში მოიცავს 64 ქვეყანასა და ტერიტორიას, რომლებთანაც ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს – დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, აღმოსავლეთ კარიბის და ლათინური ამერიკული ქვეყნები.1tv.ge
1766811900
27 დეკემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, სანაპირო რაიონებში დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით -4, +1°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -4, +1°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -11, -6°, დღისით -6, -1°, ზოგან +2°-მდე.
1766725440
26 დეკემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -4, +1°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, შესაძლებელია ნისლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით -6, -1°, ზოგან +2°-მდე.
1766639050
25 დეკემბრის ამინდის პროგნოზიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით -2, +3°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მაღალმთაში თოვლის სახით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -3, +2°, დღისით +4, +9°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +2, +7°; მაღალმთაში ღამით -8, -3°, დღისით -3, +2°.



