ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - „თიბისი ბანკის“, „საქართველოს კაპიტალის“და „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 1.32%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 26.95 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.32 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 34%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 5.6%-ს შეადგენს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 3.64-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 22.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში „თიბისის“ აქციების ფასი 26.7%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში კი კომპანიის კაპიტალიზაცია 3.9%-ითაა გაზრდილი.

„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 2.04%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 349.51 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 22%-ითაა გაზრდილი, ერთთვიან ჭრილში კი 1.5%-იანი შემცირებაა.