1692630000 • სხვადასხვა
მსესხებლების 11,4% კრედიტს ვერ იხდის და ე.წ. „შავ სიაშია“

საქართველოში მსესხებლების 11,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2022 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 218 410 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 440 335 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 919 999 ადამიანს აქვს, ჯამში 40 185 015 948 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,3% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 562 735 792 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 618 921 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7,9%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 128 088-ია.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 721 297 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 942 308 664 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება კი ამ საფინანსო ინსტიტუტების 122 651 მსესხებელს უფიქსირდება.
კიდევ 22 650 ადამიანს კი, ჯამში 679 971 492 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 3 837 ადამიანს უფიქსირდება.
საქართველოში მსესხებლების 11,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2022 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 218 410 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 440 335 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 919 999 ადამიანს აქვს, ჯამში 40 185 015 948 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,3% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 562 735 792 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 618 921 მსესხებელს აქვს აღებული.
ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7,9%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 128 088-ია.
პოპულარული სიახლეები
ბიზნესი1701433135
STEM განათლება მომავლისთვის - საქართველოს ბანკის ინიციატივა სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერადსაქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. STEM მიმართულებით ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების, მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისა და მოსწავლეებისთვის მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით, ბანკი შეხვედრების სერიას „STEM განათლება მომავლისთვის“ ახორციელებს.ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და თბილისში სკოლის მოსწავლეებთან STEM მეცნიერების შესახებ შეხვედრები გაიმართა.შეხვედრაზე სპიკერები ახალგაზრდებს STEM მეცნიერების მნიშვნელობის, თანამედროვე სამყაროში მისი გამოყენების შესაძლებლობების და STEM ოლიმპიადის შესახებ ესაუბრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ესწრებოდნენ მასტერკლასებს, სადაც STEM სკოლის მასწავლებლები ბავშვებს STEM პროექტებს აცნობდნენ და მათი შექმნის სპეციფიკაზე ესაუბრებოდნენ. ამასთან, ახალგაზრდებისთვის გაიმართა სახალისო შემეცნებითი თამაშები, გამარჯვებულებს კი მიკროკონტროლერი Arduino გადაეცათ, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, საკუთარი STEM იდეები რეალობად აქციონ.სპიკერებს შორის იყვნენ ჯუანშერ ჯეჯელავა - ილიაუნის ასოცირებული პროფესორი; დემეტრე ფიფია - Google-ის თანამშრომელი; გუგა ბურდული - საქართველოს ბანკის მონაცემთა უფროსი მეცნიერი, ფიქრია ელიზარაშვილი - ელექტრული სისტემების ინჟინერი და გიორგი ლომიძე - კომაროვის სკოლის ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელი.შეხვედრებში მონაწილეობა 500-მდე მოსწავლემ მიიღო.რა არის STEM ოლიმპიადა?STEM მიმართულებით ახალგაზრდებში ინტერესის გაღრმავების, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას ახორციელებს.ოლიმპიადა ინფორმატიკის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით 19 იანვარს დაიწყება და მასში მონაწილეობას VII-XI კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 100 გუნდი მიიღებს. ამისათვის, თითოეულმა სკოლამ ოლიმპიადაზე ექვსი წევრისგან დაკომპლექტებული, ერთი გუნდი და მენტორი უნდა წარადგინოს.STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 3 დეკემბერს დასრულდება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
1701419436
Euromoney-ს შეფასებით, საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოშიEuromoney-იმ 2023 წლის Awards for Excellence-ის ფარგლებში საქართველოს ბანკი საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა საქართველოში. ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.1992 წლიდან Euromoney-ი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა საბანკო და საფინანსო სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი ფინანსური ინსტიტუტების გამოვლენასა და აღიარებას, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებას ახორციელებენ.წელს განსაკუთრებული ყურადღება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებას დაეთმო. რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად დასახელდა.საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, როგორებიცაა განათლების შესაძლებლობების შექმნა, ბიზნესის მხარდაჭერა და დასაქმების ხელშეწყობა.ამ კუთხით, ფინანსური ინსტიტუტის პორტფოლიო 100-ზე მეტ პროექტს ითვლის. მათ შორის, განათლების მიმართულებით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს.ფინანსური ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნაა.სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს. ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს 8 რეგიონში უკვე 20 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომელიც 10 000-მე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებზე - მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკაზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე. ასევე, იდეათეკებში შექმნილია STEM კუთხეები, რომლებიც მოსწავლეებს აძლევს STEM მიმართულებით საბაზისო ცოდნის მიღების შესაძლებლობას.ამასთან, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება სამი - ჩივნინგის, ფულბრაიტისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს, მიიღონ განათლება ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში. ინიციატივის ფარგლებში, უკვე 50-მდე ახალგაზრდამ მიიღო განათლება საუკეთესო უნივერსიტეტებში.საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ბანკმა სულ ახლახან, სასტიპენდიო პროგრამა შექმნა. ინიციატივის ფარგლებში, 14 პარტნიორ უნივერსიტეტში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება უნივერსიტეტების მიერ ინდივიდუალურად შერჩეული პრიორიტეტული მიმართულებით სწავლისას. პროექტი განგრძობით ხასიათს ატარებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს.ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებისა და STEM მიმართულებით რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან ერთად STEM-ის ონლაინ სკოლის პროექტს ახორციელებს.გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მხარს უჭერს და აფინანსებს სხვადასხვა ოლიმპიადას, განათლების ფესტივალს, გამოფენასა თუ ჰაკათონს. წელს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ინიციატივით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 342 სკოლის 1200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საქართველო ქვეყნის მასშტაბით ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით რეგიონში ლიდერის პოზიციებს იკავებდა.ეს საქართველოს ბანკის პორტფოლიოში არსებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებასა და მხარდაჭერას, ყოველწლიურად იზრდება განხორციელებული პროექტების მასშტაბები და იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლისთვისაც საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს ქმნის.საქართველოს ბანკი არ ჩერდება და სფეროს ექსპერტებთან გრძელვადიანი, მდგრადი პარტნიორობის შედეგად მრავალი ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას გეგმავს.ფინანსური ინსტიტუტის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
1701344757
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება მცირე და საშუალო ბიზნესს 2%-მდე ფასდაკლება ახალ სესხზე დოლარსა და ევროშისაქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის ერთგული პარტნიორი, მისი განვითარებისთვის საჭირო შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი სესხის აღების შემთხვეაში დოლარისა და ევროს სესხზე 2%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9%-დან).შეთავაზების ფარგლებში ახალი სესხის აღება მცირე და საშუალო ბიზნესს ნებისმიერი მიზნობრიობით დოლარში ან ევროში (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9% -დან) უკვე დღეიდან, 31 დეკემბრამდე შეუძლია. სესხის ვადა 120 თვეს შეადგენს.„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა და წახალისება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეთავაზებული აქციით, მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი სესხის აღება 2% იანი ფასდაკლებით, ევროსა და დოლარში შეუძლია (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9% -დან). ამ ახალი შესაძლებლობის შექმნით, გვსურს კიდევ უფრო გავამარტივოთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი დაფინანსების მიღება როგორც არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის, ასევე ახალი წამოწყებისთვის, თანაც უკეთესი პირობებით. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ მათ, რათა არ გაჩერდნენ, კიდევ უფრო გაძლიერდნენ, განვითარდნენ, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი. შეთავაზება დღეიდან აქტიურია და ის ძალაში 31 დეკემბრამდეა“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.მეტი ინფორმაცია ახალ შეთავაზებაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
1701344369
"ევროკოდების რეფორმა, ახალი ტექნოლოგიების შემოტანას, უსაფრთხოებასა და კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს" - ნინო ჩოხელიგზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებშიევროკოდების რეფორმის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის პროგრამები "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" და Usaid-ის "ეკონომიკური მმართველობის პროგრამა" თანამშრომლობას, "ელემენტ ჰოლდინგთან" იწყებს.როგორც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ნინო ჩოხელმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, თავად პროგრამის უმნიშვნელოვანესი ამოცანა ევროინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა და კანონმდებლობის დანერგვაა, რომელიც საქართველოში ასოცირების დღის წესრიგისა და DCFTA-ის ხელშეკრულების ვალდებულებებს წარმოადგენს, მათ შორისაა სამშენებლო რეგულაციები.საუბარია, წლების განმავლობაში ევროკავშირში დამკვიდრებული ნორმების ინტეგრაციაზე, რომელიც შენობებისა და ინფრასტრუქტურულ ნაგებობებზე, ამასთან კონსტრუქციული ნაწილების წესებს უზრუნველყოფს.მისი ინფორმაციით, კანონმდებლობა ახალი ტექნოლოგიების შემოტანას, უსაფრთხოებას და კონკურენტუნარიანობას განაპირობებს."ჩვენი პროგრამა, უშუალოდ ამ რეფორმაში ბოლომდე არ არის ჩართული, თუმცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, თანამშრომლობა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დავიწყეთ, რომელსაც წინ უძღოდა "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" მიერ შემოტანილი წინადადება, ევროკოდებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს კანონმდებლობა იმიტომ კი არ უნდა არსებობდეს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობაა, არამედ იმიტომ, რომ ამ სექტორის შემდეგ ეტაპზე გადასვლის საწინდარი იყოს.მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც "ელემენტ ჰოლდინგთან" თანამშრომლობა დავიწყეთ, USAID-ისთვის ახალი მიდგომაა, რომელიც გლობალურადაც და მათ შორის, ჩვენი პროგრამის ფარგლებშიც ძალიან აქტიურად ინერგება,"-აცხადებს ჩოხელი.მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლობა კერძო სექტორის ჩართულობას, განვითარების ამოცანების გადაჭრაში გულისხმობს.ჩოხელის განმარტებით, ყველა მიმართულებით, რაზეც მუშაობენ მინიმუმ სამი სხვადასხვა მხარის ჩართულობა ხდება, ეს იქნება სახელმწიფო, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანო თუ სხვა. აღნიშნული დამოკიდებულია რეფორმის თემატიკაზე, თუ რომელი მხარეა დაინტერესებული. კერძო სექტორთან თანამშრომლობა USAID-ისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ახლა უფრო სისტემატიზებულად და მასშტაბურად მოხდება.რაც შეეხება ევროკოდების საკითხზე საქართველოში მზაობას, ჩოხელი განმარტავს, რომ ამ მხრივ მზაობა ძალიან მაღალია, რადგან წლების განმავლობაში საზოგადოებისთვის ამ თემატიკის ახსნა, პოპულარიზაცია და გარკვეული სიკეთეების დანახვა ხდებოდა.
1701340556
USAID-ისა და საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესასოციაციები და კლასტერები სრულად აღჭურვილი 4B სივრცეებით უფასოდ ისარგებლებენUSAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, იწყებს ინოვაციურ ინიციატივას სექტორული ბიზნეს ასოციაციებისა და კლასტერებისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის 4B-ის ორივე ფილიალში (ალ. ყაზბეგის გამზ. N15 და გუდიაშვილის ქ. N2) სრულად აღჭურვილი შეხვედრებისა თუ მასშტაბური ღონისძიებების სივრცეებით უფასოდ ისარგებლონ. ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.ინიციატივის ოფიციალური წარდგენა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში უკვე მოხდა, სადაც საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილე 11 ასოციაციასა და კლასტერს 4B სივრცეების სპეციფიკა და განლაგება შემოთავაზებული უპირატესობები, სივრცეების გამოყენების წესები და პროცედურები გააცნეს. შეხვედრას USAID - ის დელეგაციის, საქართველოს ბანკისა და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.4B წარმოადგენს სრულიად ახალი კონცეფციის მქონე ბიზნეს სივრცეს, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ყველა სერვისს აერთიანებს. აქამდე 4B სივრცეების განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს ბანკის პარტნიორ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლოთ.აღნიშნული სტრატეგიული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) ხელშეწყობას და ინსტიტუციური და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას, რაც ასოციაციებსა და კლასტერებს დაეხმარება, ეფექტურად უპასუხონ არსებული წევრების საჭიროებებს და მოიზიდონ ახალი პარტნიორები. ასევე, შექმნან დამატებითი შესაძლებლობები მთლიანად სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა მორგებულია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორი და ბენეფიციარი ასოციაციებისა და კლასტერების საჭიროებებზე.„ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის, ჩვენმა პროგრამამ განახორციელა ოთხწლიანი „ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა (OCAP)“, და ჯამში ხელი შევუწყვეთ 21 ორგანიზაციის განვითარებას, ანალიტიკის, სწავლების, მენტორობისა და საგრანტო კომპონენტის გამოყენებით. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დამატებით სერვისებს ვთავაზობთ BSO - ებს, რათა კიდევ უფრო გავამყაროთ ბიზნეს ასოციაციებისა და კლასტერების პოზიციონირება, და მათ მოიტანონ უფრო მეტი სასიკეთო ცვლილება იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ“ - აცხადებს ნათია კაციაშვილი, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი.„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად, 2021 წლიდან არაერთ პარტნიორულ ინიციატივას ვახორციელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის: BizLink Clinic, B2B ფორუმები, სავაჭრო მისიები. ამჯერად, მხარს ვუჭერთ ბიზნეს ასოციაციებსა და კლასტერებს, ისარგებლონ 4B სივრცის სერვისებით. 4B ფილიალებში მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით, დაგეგმონ შეხვედრები, დაესწრონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო ღონისძიებას, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მიიღონ მათთვის სასარგებლო ბიზნეს რჩევები. ასევე, ისარგებლონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილი სპეციალური შეთავაზებებით“ - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.„ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე რეგულარულად გვაქვს შეხვედრები და ტრენინგები ჩვენს წევრებთან, ასევე ვატარებთ ბორდის შეხვედრებს და ასეთი ტიპის სივრცეების, განსაკუთრებით ამფითეატრის დარბაზის გამოყოფის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ჩვენთვის. USAID - ის პროგრამასთან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და აქტივობა გვაკავშირებს, გვახარებს რომ კორპორატიული გაყიდვების ხელშეწყობისთვის და პროდუქტის გაყიდვების კუთხით საქართველოს ბანკთანაც ვიწყებთ თანამშრომლობას და ვფიქრობ, მსგავსი წახალისებები ერთიანობაში ძალიან გაზრდის და დაეხმარება ჩვენს ორგანიზაციას ზრდასა და წინსვლაში“, - აღნიშნავს ანა შანშიაშვილი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.