1766314560
მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 8%-ითაა შემცირებული
საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 12,373 მსუბუქი ავტომობილი შეადგინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13,501 ავტომობილი, შესაბამისად კლება 8%-ის დონეზეა. იანვარ-თებერვალში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 262,592.00 ათასი დოლარი შეადგინა, 2023 წლის ორ თვეში კი 236,842.32 ათასი დოლარი.
მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 46%-ი ყაზახეთზე მოდის, ხოლო 27%-ი ყირგიზეთზე. 14%-იანი წილით კი მესამე პოზიციაზე ყირგიზეთია.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა:
🔵 ყაზახეთი - 5,657.00 ცალი - 76,388.99 ათასი დოლარი,
🔵 ყირგიზეთი - 3,345.00 ცალი - 122,256.64 ათასი დოლარი,
🔵 აზერბაიჯანი - 1,750.00 ცალი - 37,075.53 ათასი დოლარი,
🔵 სომხეთი - 1,002.00 ცალი - 15,695.47 ათასი დოლარი,
🔵 ტაჯიკეთი - 236.00 ცალი - 3,652.11 ათასი დოლარი.



