მთავრობის ახალი გადაწყვეტილება მევენახეებისთვის - საფერავის ყურძენში ფერმერს 1.50 ლარს გადაუხდიან

ყურძენი

სახელმწიფო საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად ჩაიბარებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც, ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35 ათასი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი. თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე საჭირო გახდა მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და გადამუშავება დროულად მოხდეს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება და სახელმწიფო საფერავის ჟიშის ყურძენს 10-მდე ლოკაციაზე 1.50 ლარად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს ვისაც აქამდე საფერავი 1.50 ლარზე ნაკლებად აქვს ჩაბარებული საქართველოს მთავრობა სხვაობას დაუკომპენსირებს“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მევენახებისი მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია რომ კახეთში, გარკვეულმა ქარხნებმა შეაჩერეს საფერავის ჯიშის ყურძნის მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებით „ბიზნესპრესნიუსი“ წერდა, როგორც ჩვენთან საუბრისას მევენახეები აღნიშნავდნენ, „ქარხნებში ყურძნის მიღების შეყოვნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ პროდუქტის სიჭარბე იყო“.