1742542533
პარკირების საშვების გაყიდვით და საათობრივი გადახდებით შემოსავლები 49%-ით, ₾15 მლნ-მდე გაიზარდა - IDFI

2024 წლის პირველ 6 თვეში პარკირების საშვების გაყიდვით და ზონალურ-საათობრივი გადახდით მიღებული შემოსავლები 9.9 მლნ ლარია. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში ვკითხულობთ.
IDFI-ის მიხედვით, 2018 წლის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ პარკირების საშვების გაყიდვით და ზონალურ საათობრივი პარკირებისას საათობრივი გადახდით მიღებულმა შემოსავლებმა დაახლოებით 58 მილიონი ლარი შეადგინა. ამ გზით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 2023 წელს მიღებული შემოსავალი 49%-ით გაიზარდა და 15 მილიონი შეადგინა.
2018-2024 წლებში პარკირების საშვების გაყიდვით და ზონალურ-საათობრივი გადახდით მიღებული შემოსავლები ასეთი გამოიყურება:
წელი / საშვების გაყიდვით და საათობრივი გადახდებით შემოსავლები / მ.შ. ზონალურ-საათობრივი პარკირების გადახდები
🔵 2018 წელი - 3.7 მლნ ლარი;
🔵 2019 წელი - 6.4 მლნ ლარი - 0.15 მლნ ლარი;
🔵 2020 წელი - 7 მლნ ლარი - 0.3 მლნ ლარი;
🔵 2021 წელი - 288.4 მლნ ლარი - 1.7 მლნ ლარი;
🔵 2022 წელი - 10.1 მლნ ლარი - 4.2მლნ ლარი;
🔵 2023 წელი - - 15 მლნ ლარი - 4.8 მლნ ლარი;
🔵 2024 წლის 6 თვე - 9.9 მლნ ლარი -
კვლევაში ნათქვამია, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირებისას საათობრივი გადახდით მიღებული შემოსავლების შესახებ 2014 წლის მონაცემები არ იქნა წარმოდგენილი განცალკევებით.