ქართული თევზის ექსპორტი გაძვირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ გაყინულ პროდუქციას

გაყინული თევზი

საქართველოში გაყინული თევზის იმპორტი გაიზარდა, ამასთან მოიმატა პროდუქტის ღირებულებამაც.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 29.223 მლნ დოლარის ღირებულების 10 764 ტონა თევზი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19.653 მლნ დოლარის ღირებულების 8 369 ტონა. შედეგად, გამოდის, რომ თუ შარშან ერთი კილოგრამის იმპორტი (გადასახადების გარეშე) 2.3 დოლარი ჯდებოდა, წელს ღირებულება 2.7 დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, გასული წლების ანალოგიურად ყველაზე დიდი რაოდენობით გაყინული თევზი ნორვეგიიდან შემოდის. მეორე ადგილზეა ესპანეთი, ხუთეულში შედიან - ჩილე, ახალი ზელანდია და აშშ.

Top-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოში გაყინული თევზი იყიდა:

  • ნორვეგია - 5.244 მლნ დოლარის ღირებულების 1 664 ტონა
  • ესპანეთი - 3.988 მლნ დოლარის ღირებულების 1 814 ტონა
  • ჩილე - 2.941 მლნ დოლარის ღირებულების 536 ტონა
  • ახალი ზელანდია - 2.419 მლნ დოლარის ღირებულების 981 ტონა
  • აშშ - 2.117 მლნ დოლარის ღირებულების 764 ტონა

ამასთან, საქართველოში გაყინული თევზი შემოდის დანიიდან, ისლანდიიდან, ფარერის კუნძულებიდან ჩინეთიდან და ა.შ.

რაც შეეხება ადგილობრივ პროდუქცია, მოცულობის მიხედვით ექსპორტი შემცირებულია, თუმცა ფასი გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, წელს 8 თვის განმავლობაში უცხოეთში 1.876 მლნ დოლარის ღირებულების ქართული გაყინული თევზი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.366 მლნ დოლარის 645 ტონა. შესაბამისად, თუ შარშან ერთი კილოგრამის ექსპორტი საშუალოდ 2.1 დოლარი ჯდებოდა, წელს მისი ფასი 3.1 დოლარამდე გაიზარდა.

ქართული თევზის იმპორტიორი ქვეყნები კი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 922.9 ათასი დოლარის ღირებულების 118 ტონა
  • სომხეთი - 532.7 ათასი დოლარის ღირებულების 404 ტონა
  • აზერბაიჯანი - 356.3 ათასი დოლარის ღირებულების 47 ტონა