17 მარ 10:23
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, გრივნა, ლირა და სხვა ვალუტები?

14 მარტს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
1 აშშ დოლარი 2.7775 ლარი; კურსი უცვლელია;
1 ევრო 3.0186 ლარი. გამყარდა 1.11 თეთრი;
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.5971 ლარი. გამყარდა 0.41 თეთრი;
1 თურქული ლირა 0.0759 ლარი; კურსი უცვლელია;
100 რუსული რუბლი 3.2174 ლარი. გამყარდა 1.01 თეთრი;
1 აზერბაიჯანული მანათი 1.6334 ლარი; კურსი უცვლელია;
1000 სომხური დრამი 7.0696 ლარი. გამყარდა 2.90 თეთრი;
10 უკრაინული გრივნა 0.6690 ლარი. გამყარდა 0.05 თეთრი.
17 მარ 10:09
კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები 9 თვიანი ლოდინის შემდეგ დედამიწაზე დასაბრუნებლად ემზადებიანSpaceX-ის კაფსულა, რომელმაც ახალი ეკიპაჟი გადაიყვანა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) ჩაება და ასტრონავტებს - ბუჩ ვილმორსა და სუნი უილიამსს, სახლში დასაბრუნებლად გზა გაუხსნა.წყვილი ISS-ზე მხოლოდ 8 დღით უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ექსპერიმენტულ კოსმოსურ ხომალდთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გამო, მათ კოსმოსში ყოფნა 9 თვეზე მეტი ხნით მოუწიათ.ამ კვირის ბოლოს, ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნებას აპირებენ. NASA-ს კომერციული ეკიპაჟის პროგრამის მენეჯერმა სტივ სტიჩმა თქვა, რომ ამ პერსპექტივით აღფრთოვანებულია.„ბუჩმა და სუნიმ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარესდა ჩვენ მოხარული ვართ, რომ ისინი დაბრუნდებიან", - განაცხადა სტიჩმა.წყარო: BBC
17 მარ 9:33
საქართველოდან 236 მლნ დოლარის ხილის ექსპორტი განხორციელდა2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ხილის ღირებულებამ 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, სასმელების შემდეგ ხილი ძირითადი საექსპორტო პროდუქტია, რომლის წილიც მთლიან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში 14%-ს შეადგენს.„ხილის ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია თხილის 21%-იანი (17,4 მლნ აშშ დოლარი), მოცვის 33 %-იანი (7 მლნ აშშ დოლარი) და ატმისა და ვაშლატამას 13%-იანი (3,1 მლნ აშშ დოლარი) ექსპორტის ზრდით.2024 წელს თხილის ექსპორტის ღირებულებამ 100,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია. 2024 წელს ევროკავშირში ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 63,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს თხილის ექსპორტი განხორციელდა სომხეთსა (5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთშიც (3,5 მლნ აშშ დოლარი).2024 წელს მოცვის ექსპორტის ღირებულება 28,2 მლნ აშშ დოლარი იყო. მოცვის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, სადაც ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 24,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ევროკავშირი, სადაც ექსპორტირებულია 2,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია.საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას ღირებულებამ 27,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება გადამუშავებული ხილის ექსპორტში; ზრდამ 80%-ს (18,9 მლნ აშშ დოლარი) მიაღწია. გადამუშავებული ხილის 2024 წლის ექსპორტის ღირებულებამ 42,5 მლნ აშშ დოლარი (7,2 ათასი ტონა) შეადგინა,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
14 მარ 6:09
14 მარტი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 მარტს საქართველოში ამინდი კვლავ განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +20, +25°; მაღალ მთაში ღამით -2, +3°, დღისით +15, +20°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +4, +9°, ზოგან -2°-მდე, დღისით +21, +26°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით -6, -1°, დღისით +11, +16°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +8°, დღისით +26°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +11.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+10°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+10°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+10 °.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +9°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით +10°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+4°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+11°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +4°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +3°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+3°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+1°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით -2°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +4 °.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით+24°, ღამით +3°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +1°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით+25°, ღამით +2°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით 0°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით -3°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით 0°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით -1°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +1°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით -3°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +9°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+10°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+8°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით+8°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით+10°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+11 °.
14 მარ 6:09
თბილისის რომელ ქუჩებზე შეიზღუდება დღეს ელექტროენერგია?თბილისში, დღეს - 14 მარტს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის და ჭილაძის ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 VIII კვარტლების, აეროპორტის დასახლების, სამგორის დასახლების, ორხევის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, თეთრი ხევის დასახლების, ლილოს დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, აბზიანიძის, ესენინის, ამილახვარის, ბანეთიშვილის, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ფიროსმანის, საფაროვა-აბაშიძის, წუწუნავას, პეტრიწის, გოკიელის, სააკაძის, ფრისის, რაჭის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ჭყონდიდელის, ქუთათელაძის, ხუთწლედის, ილურიძის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მეტრომშენის დსახლების, შანდორ პეტეფის, მუსხელიშვილის, კვაჭანტირაძის, მშველიძის და უტიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის IVბ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, გობრონიძის, 26 მაისის, ზნაკვის, ჩხარის, სნოს, ბუგელურის, ქერჩის, გამარჯვების, შორაპნის, გურიის, სამეგრელოს, ჩიკოთის, გიორგი გურამიშვილის, ხრესილის, ვარდისუბნის, ნაკრისის, ხვანჭკარის, ტეხურას, არტანუჯის, ბოლნისის, ბორეთის, რაჭისუბნის, თერგის, სამთავროს, ოსკის, ცხენისწყლის, არწივის, შემოდგომის, ამბროლაურის, ერთობის, კახეთის, ყვარლის, მუხურას, ტაძრის, თერჯოლის, იაკობის, გოგნის, გრემის, ვანის, დაისის, კალოუბნის, რაჭის, მუხის, კაცხის, გომბორის, ალავერდის, ნაკადულის, ბორჯომის, მახარობლის, ლეჩხუმის, ხანძთის, საჩხერის, შოვის, სკანლის, რიონის, ჯვარისის, ღების, განთიადის, სამთავროს, გორგულის და საირმის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
13 მარ 9:18
„წელს უნცია ოქროს ფასი 3000 დოლარამდე გაიზრდება“ - მიზეზებიანალიტიკოსები ძვირფასი მეტალის გაძვირებას ელოდებიან.როგორც Galt&Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, 2025 წლისთვის ერთი უნცია ოქროს ღირებულება 3000 დოლარს მიაღწევს. ამ დროისთვის კი, წლის საშუალო ფასი 2 811 დოლარს შეადგენს.როგორც მკვლევარი განმარტავს, გაზვირების გამომწვევ მიზეზებს შორის არის, როგორც ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვის ტენდენციის განგრძობითობა, ისე მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებაა.„წამყვანი საინვესტიციო ბანკების ამჟამინდელი პროგნოზების თანახმად ოქროს საშუალო ფასი მიმდინარე 2025 წელს ერთ უნციაზე $3 000-ს მიაღწევს. დღეის მდგომარეობით, 2025 წლის საშუალო ფასი $2 811 არის. შესაბამისად, ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდის მოლოდინი არსებობს. ამ მოლოდინს კი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:ცენტრალური ბანკების მიერ რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით ოქროს შესყიდვები - ეს ფაქტორი ბაზარზე არახალია და ბოლო 2 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ზრდაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ბანკების აქტივობა არ შენელებულა და შესაბამისად, მათი შესყიდვები კვლავ დადებით ეფექტს ახდენს ფასებზე.მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაცია - ოქრო, როგორც საინვესტიციო ინსტრუმენტი, უპირველეს ყოვლისა უსაფრთხო (ან ყველაზე მეტად უსაფრთხო) აქტივად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, დღეს არსებული გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე მისი მიმზიდველობა იზრდება. მაგალითისთვის, როცა ინვესტორები საკუთარ პორტფელზე პოტენციური სატარიფო ომის გავლენის შემცირებას ცდილობენ, მათ აქციების ბაზარზე გაკეთებული ინვესტიციების ნაწილი სხვა დაბალრისკიან აქტივებში გადააქვთ (მათ შორის დიდწილად ოქროში).საპროცენტო განაკვეთების შემცირება - ოქროს ძირითად კონკურენტად, როგორც წესი, დაბალრისკიანი სახაზინო ობლიგაციები განიხილება. გასული წლების განმავლობაში, გლობალური ინფლაციის დამსახურებით, მსხვილ ეკონომიკებში საპროცენტო განაკვეთები მაღალ ნიშნულზე იყო, რაც სახაზინო ობლიგაციების გაზრდილ შემოსავლიანობაში ითარგმნებოდა, მათი მაღალი შემოსავლიანობა კი ამცირებდა ოქროს მიმზიდველობას. დღეის მდგომარეობით საპირისპირო ციკლი უკვე დაწყებულია - წამყვანი ცენტრალური ბანკები თანდათანობით ამცირებენ (ან ზოგ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ შეამცირებენ) საპროცენტო განაკვეთებს, რაც ძვირფასი მეტალის მოთხოვნაზე დადებით ეფექტს იქონიებს“,- ამბობს მკვლევარი.ცნობისთვის, 2024 წელს მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 1044 ტონით გაზარდეს. მონაცემების მიხედვით, ზედიზედ მესამე წელია ცენტრალური ბანკები წლიურად რეზერვებს ჯამში 1000 ტონაზე მეტით ზრდიან.ამასთან, 2024 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შემსყიდველი პოლონეთის, თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის ცენტრალური ბანკები იყო.